საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შეტანილია ცვლილებები

გამოწერა
ანონში „მოქალაქეობის შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რომლის თნახმად საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი უქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა წარედგინება.

თბილისი, 27 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“, ანა თუთბერიძე. კანონში „მოქალაქეობის შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რომლის თნახმად საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი უქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა წარედგინება, - განუცხადეს „ახალი ამბები - საქართველოს“ კორესპონდენტს იუსტიციის სამინისტროში.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"ორგანულ კანონში შეტანილი  ცვლილებების თანახმად, ადამიანი მხოლოდ მაშინ გავა საქართველოს მოქალაქეობიდან, როდესაც იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს. ადრე პირს საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაეტოვებინა იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოს მისი მოქალაქედ მიღება-არმიღების საქმე განეხილა. თუ სხვა სახელმწიფო პირს მოქალაქეობას არ მიანიჭებდა განმცხადებელი მოქალაქეობის არმქონე ხდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საკანონმდებლო ცვლილება ადამიანებს, სხვა სახელმწიფოების მიერ მოქალაქეებად მიუღებლობის შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე პირებად გახდომისგან იცავს. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, როდესაც  სახეზე იქნება პირის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ყველა ახალი ამბავი
0