https://sputnik-georgia.com/20210802/-COVID-deqsametazoni-britaneli-eqimebi-daparlamentarebi-Sin-daniSvnas-moiTxoven-252486157.html
სასწაულმოქმედი COVID-პრეპარატი: ბრიტანელი ექიმები წამლის შინ დანიშვნის უფლებას მოითხოვენ
სასწაულმოქმედი COVID-პრეპარატი: ბრიტანელი ექიმები წამლის შინ დანიშვნის უფლებას მოითხოვენ
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის პრეპარატის გამოყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ესაჭიროებათ, სტანდარტულ მკურნალობად მიიჩნევა... 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T16:51+0400
2021-08-02T16:51+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1d/250195454_0:280:3143:2048_1920x0_80_0_0_e7b7424ee2e8d635a40a211d58a0f772.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. დიდ ბრიტანეთში ზოგადი პრაქტიკის ექიმები და პარლამენტის დეპუტატები მიესალმებიან „სასწაულმოქმედ წამალს“, რომელიც COVID-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება, წერს გაზეთი Daily Mail.გამოცემის ცნობით, სტეროიდი დექსამეტაზონი სულ უფრო ხშირად ენიშნებათ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც სტაციონარებში მოთავსება არ ესაჭიროებათ და სახლის პირობებში მკურნალობენ.გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა დეპუტატებმა მოუწოდეს ჯანდაცვის სამსახურს, შეისწავლოს პრეპარატის უფრო ხშირად გამოყენების საკითხი სახლის პირობებში, რათა კიდევ მეტად შემცირდეს COVID-19-ის მძიმე შემთხვევები.აღინიშნება, რომ სტეროიდი, რომელიც ფილტვების დაზიანებას ამცირებს, ამ დროისათვის ძირითადად საავადმყოფოებში გამოიყენება, რაც პაციენტების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებზე მიერთების საჭიროებას აქვეითებს.მანამდე NHS England-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტეროიდმა დიდ ბრიტანეთში 22 ათას, ხოლო მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე.კორონავირუსული დაავადების დექსამეტაზონით მკურნალობაში გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19-ით დაავადებულ 2000 პაციენტზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლებსაც ათი დღის განმავლობაში აძლევდნენ პრეპარატს.იმ პაციენტებს, რომლებსაც დაავადება საკმაოდ რთულ ფორმებში ჰქონდათ, ვენტილაციის აპარატზე მიერთების საჭიროება ერთი მეხუთედით შეუმცირდათ, ხოლო ძალიან მძიმედ დაავადებულ პაციენტებში აპარატებზე მიერთების საჭიროება და სიკვდილიანობა მესამედზე მეტით დაეცა.
https://sputnik-georgia.com/20200903/janmo-preparati-kronavirusi-rekomendacia-249346070.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1d/250195454_412:0:3143:2048_1920x0_80_0_0_a88c571f42413778d4e1edb8d01539fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
სასწაულმოქმედი COVID-პრეპარატი: ბრიტანელი ექიმები წამლის შინ დანიშვნის უფლებას მოითხოვენ
16:51 02.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ამ დროისათვის პრეპარატის გამოყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ესაჭიროებათ, სტანდარტულ მკურნალობად მიიჩნევა საავადმყოფოებში, ხოლო სახლის პირობებში სამკურნალოდ არ ინიშნება — მოქმედი რეკომენდაციების შესაბამისად.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. დიდ ბრიტანეთში ზოგადი პრაქტიკის ექიმები და პარლამენტის დეპუტატები მიესალმებიან „სასწაულმოქმედ წამალს“, რომელიც COVID-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება, წერს გაზეთი
Daily Mail. გამოცემის ცნობით, სტეროიდი დექსამეტაზონი სულ უფრო ხშირად ენიშნებათ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც სტაციონარებში მოთავსება არ ესაჭიროებათ და სახლის პირობებში მკურნალობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა დეპუტატებმა მოუწოდეს ჯანდაცვის სამსახურს, შეისწავლოს პრეპარატის უფრო ხშირად გამოყენების საკითხი სახლის პირობებში, რათა კიდევ მეტად შემცირდეს COVID-19-ის მძიმე შემთხვევები.
აღინიშნება, რომ სტეროიდი, რომელიც ფილტვების დაზიანებას ამცირებს, ამ დროისათვის ძირითადად საავადმყოფოებში გამოიყენება, რაც პაციენტების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებზე მიერთების საჭიროებას აქვეითებს.
მანამდე NHS England-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტეროიდმა დიდ ბრიტანეთში 22 ათას, ხოლო მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე.
კორონავირუსული დაავადების დექსამეტაზონით მკურნალობაში გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19-ით დაავადებულ 2000 პაციენტზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლებსაც ათი დღის განმავლობაში აძლევდნენ პრეპარატს.
იმ პაციენტებს, რომლებსაც დაავადება საკმაოდ რთულ ფორმებში ჰქონდათ, ვენტილაციის აპარატზე მიერთების საჭიროება ერთი მეხუთედით შეუმცირდათ, ხოლო ძალიან მძიმედ დაავადებულ პაციენტებში აპარატებზე მიერთების საჭიროება და სიკვდილიანობა მესამედზე მეტით დაეცა.