სამი პოლიციელი დაშავდა პარიზში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე

© photo: Sputnik / Dominic Buten / გადასვლა მედიაბანკშიპროტესტები პარიზში
პროტესტები პარიზში - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
გამოწერა
საფრანგეთში 9 აგვისტოდან რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო ცენტრებში, თვითმფრინავებში და საქალაქთაშორისო მატარებლებში მოქალაქეებმა უნდა წარადგინოსმ სანიტარული საშვი, რომელიც ადასტურებს ვაქცინაციას ან უარყოფით ტესტს COVID-19-ზე.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. სულ მცირე სამი პოლიციელი დაშავდა პარიზის ცენტრში აქციის დროს, სადაც სანიტარული საშვები გააპროტესტეს, იუწყება ტელეარხი BFMTV სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ პოლიციის სპეცრაზმის ერთ-ერთი თანამშრომელი აქციიდან მის კოლეგებს საკაცით გაჰყავთ.
შაბათს საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე მანიფესტაცია გაიმართა. მომიტინგეთა მხრიდან პროვოკაციებზე საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები პოლიციას უსტვენდნენ და ბოთლებს ესროდნენ.

ახალი შეზღუდვები საფრანგეთში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 12 ივლისს მოსახლეობას მიმართა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების გამკაცრების შესახებ განაცხადა. ახალი რეგულაციებით, 9 აგვისტოდან რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო ცენტრებში, თვითმფრინავებში და საქალაქთაშორისო მატარებლებში ყველამ უნდა წარადგინოს სანიტარული საშვი, რომელიც ადასტურებს ვაქცინაციას ან უარყოფით ტესტს COVID-19-ზე.
„ძირს დიქატატურა!“ - ფრანგებმა კორონავირუსზე სავალდებულო ვაქციანცია გააპროტესტეს   - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
„ძირს დიქტატურა!“ – ფრანგებმა კორონავირუსზე ექიმების სავალდებულო ვაქცინაცია გააპროტესტეს
სათანადო კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტმა ორშაბათს მიიღო. დოკუმენტი არ ითვალისწინებს იმ ადამიანების სამსახურიდან დათხოვნას, ვინც თავისი პროფესიიდან გამომდინარე არ აიცრება. 12-17 წლის ბავშვებისთვის სანიტარული საშვები 30 სექტემბრიდან ამოქმედდება. 15 ნოემბრის შემდეგ საშვთა სისტემის მოქმედება პარლამენტში ხელახალი კენჭისყრის შემდეგ გაგრძელდება.
გარდა ამისა, ქვეყანაში სავალდებულო გახდება საავადმყოფოებში და მოხუცებულთა სახლებში მომუშავე მედპერსონალის ვაქცინაცია. მაკრონის თქმით, 15 სექტემბრიდან დაიწყება შემოწმებები და დაუმორჩილებლობისთვის ამოქმედდება სანქციები. როგორც მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, აუცრელი მედმუშაკები მუშაობის გაგრძელებას და ხელფასის მიღებას ვეღარ შეძლებენ.
ამ კვირაში მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა ქვეყანაში COVID-19-ის მეოთხე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0