ოლიმპიადა საფრთხეშია: ტოკიოს გამანადგურებელი გრიგალი უახლოვდება

© Pixabay / photo : Pixabay / WikiImagesტაიფუნი
ტაიფუნი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
მანამდე „ნეპარტაკმა“ ჩინეთის ქალაქ შანხაის დაარტყა და უზარმაზარი ზარალი მიაყენა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონს
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, სადაც ახლა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, ტაიფუნი „ნეპარტაკი“ უახლოვდება, იუწყება The Japan Times-ი ქვეყნის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, გამანადგურებელი ქარიშხალი ძლიერი წვიმებითა და გიგანტური ტალღებით შეუტევს ქალაქს.
​ამ მომენტისთვის „ნეპარტაკი“ წყნარ ოკენეში, იაპონიიდან სამხრეთით მდებარე კუნძულების, ბონინის რაიონშია. ქარი სიმძლავრე კუნძულებზე წამში 20 მეტრს შეადგენს, თუმცა, მეტეოროლოგების თქმით, რაც უფრო მიუახლოვდება ტოკიოს, მით უფრო გაძლიერდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მისვლისას ტაიფუნი 6-8 მეტრი სიმაღლის ტალღებს წარმოშობს, ხოლო ტოკიოში 100-150 მმ ნალექს გამოიწვევს.
როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, მოახლოებული ტაიფუნის გამო შეჯიბრების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.
აღსანიშნავია, რომ „ნეპარტაკი“ წელს მერვე ტაიფუნია, რომელიც წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბდა. მანამდე მან ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს შეუტია, საიდანაც მილიონნახევარზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0