05:22 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
80 0 0

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, ამ დროისთვის დაღუპული არავინაა, ოპერაცია ადამიანების გადასარჩენად გრძელდება.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რიზეს და ართვინის პროვინციებში გადაუღებელი წვიმების შედეგად წყალდიდობა მოხდა - სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება РИА Новости.

„დღეს ექსტრემალური წვიმების შედეგად ართვინის პროვინციის არჰავის რაიონში წყალდიდობა მოხდა. მდინარე არჰავი ადიდდა, რაიონული ცენტრი და სოფლის გზები დატბორილია. გრძელდება სამუშაოები ჩვენი თანამემამულეების გადასარჩენად, რომლებიც სტიქიური უბედურების შედეგად დაშავდნენ. ანალოგიური სიტუაციაა რიზეს პროვინციაში, ფინდიქლის რაიონში“, - ნათქვამია თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს განცხადებაში.

სტიქიური უბედურების რაიონში გაემგზავრა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ. მისი თქმით, ამ დროისთვის დაღუპული არავინაა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

მთავარი თემები