13:48 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (571)
37 0 0

ჯანმო იმ ლაბორატორიების აუდიტს გეგმავს, რომლებიც ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლენილი კორონავირუსის პირველი შემთხვევების რაიონში მდებარეობს.

თბილისი, 22 ივლისი − Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ ფორმულირებას კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების მეორე ფაზასთან დაკავშირებით ჩინეთი მეცნიერებისადმი უპატივცემულობად მიიჩნევს და არ გაითვალისწინებს მას, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა ცზენ ისინმა.

„რაც შეეხება წინადადებას გამოძიების მეორე ფაზასთან დაკავშირებით, მასში გამოყენებულია ისეთი ფორმულირებები, რომლებიც პატივს არ სცემს მეცნიერებასა და საღ აზრს. ჩვენ არ ვიმოქმედებთ ამ გეგმით. ჩინეთის ხელისუფლება მხარს უჭერს ისეთი გამოძიების ჩატარებას, რომელიც მეცნიერულ მიდგომაზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ვირუსის წარმოშობის გამოძიების პოლიტიზებას“, − განაცხადა ისინმა პრესკონფერენციაზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ გამოძიების მეორე ფაზა უნდა ეყრდნობოდეს დასკვნებს, რომლებიც პირველი ფაზის შემდეგ გაკეთდა.

მანამდე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია აპირებს იმ ლაბორატორიებისა და კვლევითი დაწესებულებების შემოწმებას, რომლებიც ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლენილი COVID-19-ის პირველი შემთხვევების რაიონში მდებარეობს.

როგორც მან აღნიშნა, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დაეგზავნათ წერილი, რომელშიც ვირუსის წარმოშობის დასადგენად ჯანმოს სამდივნოს მიერ დაგეგმილი შემდგომი ხუთი ნაბიჯია გაწერილი.

  • აქედან პირველი ითვალისწინებს ადამიანების, ველური ცხოველებისა თუ ფერმების ბინადარი ცხოველების, ასევე გარემოს კომპლექსურ გამოკვლევას.
  • მეორე ნაბიჯი მოიცავს იმ პრიორიტეტული გეოგრაფიული რაიონების შესწავლას, სადაც ყველაზე ადრე გამოვლინდა SARS-CoV-2, და ასევე იმ მეზობელი რაიონებისა, სადაც SARS-თან დაკავშირებული სხვა კორონავირუსები იყო აღმოჩენილი.
  • მესამე ნაბიჯი − ეს არის უჰანში ცხოველთა ბაზრებისა და მათი შემოგარენის შესწავლა − „ჰუანანის“ საბითუმო ბაზარზე გასაყიდი ცხოველების შესწავლის ჩათვლით;
  • მეოთხე ნაბიჯი − ცხოველთა მოკვლევებთან დაკავშირებული კვლევები, ეპიდემიოლოგიასა და მოლეკულურ ეპიდემიოლოგიაში დამატებითი სამუშაოებით − ვირუსის ადრეული მიმდევრობის შესწავლის ჩათვლით;
  • მეხუთე ნაბიჯი − იმ რაიონებში მდებარე ლაბორატორიებისა და კვლევითი დაწესებულებების აუდიტი, რომლებიც 2019 წლის დეკემბერში გამოვლენილი პირველი შემთხვევების რაიონებში მდებარეობს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში, რომელიც ჩინეთში COVID-19-ის შესწავლის მიზნით იმყოფებოდა, მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება. მათი თქმით, უფრო დამაჯერებლად მიიჩნევა ვირუსის ჯერ ცხოველებს შორის, შემდეგ კი ადამიანზე გადაცემის ვერსია, ხოლო ნაკლებსავარაუდოდ — SARS-CoV-2-ის ლაბორატორიულ პირობებში შექმნა. ამასთან სპეციალისტები ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზის შესწავლის რეკომენდაციას არ იძლეოდნენ.

ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის მეორე ვერსია – ცხოველიდან ადამიანზე პირდაპირი გადადება მეცნიერებმა „შესაძლოდან სავარაუდომდე“ ჰიპოთეზათა ჩამონათვალში შეიტანეს. გარდა ამისა, ჯანმოს მისიამ ვირუსის წარმოშობის „შესაძლო“ ვერსიად ასევე დაუშვა მისი გაყინული პროდუქტებიდან წარმოშობა. 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (571)

მთავარი თემები