მეცნიერებმა ტიბეტის გამდნარ მყინვარებში ათობით უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevsky / გადასვლა მედიაბანკშიმეცნიერი ლაბორატორიაში
მეცნიერი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ანალიზმა აჩვენა, რომ დასავლეთ ჩინეთში მდებარე მყინვარში აღმოჩენილი ვირუსებიდან მხოლოდ ოთხი იყო ნაცნობი მეცნიერებისთვის.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა თითქმის სამი ათეული ვირუსი იპოვეს ტიბეტის პლატოზე უძველესი ყინულის ნიმუშებში, ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Microbiome.
პაციენტი საავადმყოფოს პალატაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
„შავმა სოკომ“ ინდოეთიდან კიდევ ერთ ქვეყანაში შეაღწია: არიან გარდაცვლილები
მყინვარები დედამიწის ისტორიის შესახებ ბევრ ინფორმაციას ინახავენ, რადგან მათში შემორჩენილია მტვრის ნაწილაკები, გაზის კვალი, მიკრობები და მცენარეული ნივთიერება. ამგვარად შესაძლებელია მონაცემების მოპოვება უძველეს კლიმატზე, ატმოსფეროს შემადგენლობაზე და იმის შესახებ, თუ რა ბიოლოგიური სახეობები არსებობდა ისტორიის სხვადასხვა მომენტში. ასევე შესაძლებელია კლიმატის მომავალი ცვლილების წინასწარმეტყველება.
ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა გააანალიზეს ორი კერნი (ქანის ბურღვისას ამოღებული ცილინდრული ნიმუში - რედ.), რომელიც აიღეს დასავლეთ ჩინეთში მდებარე გულიას მყინვარზე, რომლის ყინულის ასაკი 15 ათასი წლით თარიღდება. მასში აღმოჩენილია 33 ვირუსის გენეტიკური კოდები, საიდანაც ოთხი მეცნიერებისთვის ნაცნობი იყო, ხოლო 28 – სრულიად ახალია და თანამედროვე ვირუსებს არ ჰგავს.
მკვლევარების თქმით, აღმოჩენილი ვირუსების მინიმუმ ნახევარი ყინულის გადნობის შემდეგ გაცოცხლდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან ტიბეტის მყინვარების მოცულობა ყოველწლიურად მცირდება და ყინულის დნობასთან ერთად უძველესი ვირუსები ზედაპირზე ამოდიან.
„ესაა ვირუსები, რომლებიც „ყვავიან“ ექსტრემალურ პირობებში, – განმარტავს კვლევის მონაწილე, დოქტორი მეთიუ სალივანი (Matthew Sullivan), ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორი და მიკრობიომის შესწავლის ცენტრის დირექტორი. – მათ გააჩნიათ გენების სიგნატურები, რომლებიც ძალზე ცივ პირობებში ეხმარებიან უჯრედების ინფიცირებაში“.
ვირუსებს არ გააჩნია უნივერსალური გენი, ამიტომ მათი იდენტიფიცირება და მათთვის სახელის მინიჭება ხდება რამდენიმე ეტაპად. ამისათვის ერთმანეთს ადარებენ ახალი ვირუსების და უკვე ცნობილი, მონაცემთა ბაზებში შეყვანილი ვირუსების გენურ ნაკრებებს.
ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
ვირუსმა Nipah-მა შესაძლოა ახალი პანდემია გამოიწვიოს: ჯანმო გაფრთხილებას ავრცელებს
ანალიზმა აჩვენა, რომ ტიბეტის მთიანეთის გულიას ყინულიდან აღებული მხოლოდ ოთხი ვირუსი იყო ნაცნობი მეცნიერებისთვის. ისინი განეკუთვნებიან ბაქტერიოფაგებს – ვირუსებს, რომლებიც ბაქტერიებს აინფიცირებენ. მკვლევარების აზრით, ისინი, სავარაუდოდ, წარმოიქმნენ ნიადაგში ან მცენარეებში და არა ცხოველებსა თუ ადამიანებში.
ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ვირუსების ევოლუციის ისტორიის შესწავლას და იმის დადგენას, თუ რა ცვლილებები ხდებოდა გარემოში წარსულ დროში.
 
ყველა ახალი ამბავი
0