00:57 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (603)
56 0 0

მანამდე მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო თურქეთის საზღვრები შესაძლოა კვლავ დაიკეტოს ტურისტებისთვის.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების დაკეტვა დაუშვა, სიმართლეს არ შეესაბამება, განუცხადეს სააგენტო РИА Новости-ს თურქეთის საელჩოში.

„ინფორმაცია, რომელიც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ინტერვიუზე დაყრდნობით გავრცელდა, თითქოს COVID-19-ის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო ქვეყნის საზღვრები შესაძლოა დაიკეტოს უცხოელი ტურისტებისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება. ბატონ მეჰმეთ ნური ერსოის ინტერვიუში მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია“, — აღნიშნეს დიპლომატიურ მისიაში.

სინამდვილეში ერსოიმ ტელეარხ CNN Turk-თან ინტერვიუს დროს, შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ თურქეთმა ამ სეზონზე საზღვრები ჩაკეტოს კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, უპასუხა: „არაფრის გარანტია არ გვაქვს. საჭიროა დავაკვირდეთ, რა ხდება პროვინციებში „დელტა“ შტამთან დაკავშირებით“.

ამასთან მინისტრმა იქვე დაამატა, რომ ჯერჯერობით „ყველაფერი კარგადაა“ და მსგავსი თემა დღის წესრიგში არ დგას.

როგორც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა სააგენტოს, საზღვრების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში — ამგვარი რეკომენდაციის გაცემა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ვითარება სერიოზულად გაუარესდება, გადაწყვეტილებას კი შესაბამისი ორგანოები მიიღებენ.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (603)

მთავარი თემები