https://sputnik-georgia.com/20210721/wyaldidoba-CineTSi-aris-msxverpli-252376275.html
ტრაგედია ჩინეთში: მეტროში შევარდნილ წყალს 12 ადამიანი ემსხვერპლა – მძიმე კადრები
ტრაგედია ჩინეთში: მეტროში შევარდნილ წყალს 12 ადამიანი ემსხვერპლა – მძიმე კადრები
Sputnik საქართველო
ქალაქში დაწყებულია სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ძლიერ წვიმას დღესაც ელოდებიან. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T09:11+0400
2021-07-21T09:11+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23213/65/232136507_0:174:3456:2129_1920x0_80_0_0_de53bc8d7a8d5b560600f83279ab5aa6.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ ჩენჩჟოუში (ჰენანის პროვინცია) მოსული ძლიერი წვიმის შედეგად წყალი მეტროში შევარდა, დაღუპულია, სულ ცოტა, თორმეტი ადამიანი, იუწყება ტელეარხი CGTN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, წვიმის წყალი მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზის თავზე მდებარე პარკინგზე დაგროვდა, რის შემდეგაც ნაკადმა მეტროში შეაღწია და სადგური დატბორა. ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ შეაჩერა მატარებლების მოძრაობა, ამ ტოტზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა და ევაკუაცია დაიწყო.მაშველებმა გვირაბიდან ხუთასამდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.ტელეარხის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჰენანის პროვინციაში 50-90 მმ ნალექი მოვიდა, ჩჟენჩჟოუში კი ამ მაჩვენებელმა 250-დან 329 მმ-მდე მიაღწია. სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, ქალაქში ძლიერი წვიმა დღესაც გაგრძელდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ უკვე მოახდინა 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ამასთან ხელისუფლება დილიდან აკონტროლებს ბაზრებსა და მაღაზიებს, რათა სურსათსა და აუცილებელ საქონელზე ფასებმა არ მოიმატოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23213/65/232136507_0:65:3456:2238_1920x0_80_0_0_654c068d9981629043b069b65d8294c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ტრაგედია ჩინეთში: მეტროში შევარდნილ წყალს 12 ადამიანი ემსხვერპლა – მძიმე კადრები
09:11 21.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ქალაქში დაწყებულია სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ძლიერ წვიმას დღესაც ელოდებიან.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ ჩენჩჟოუში (ჰენანის პროვინცია) მოსული ძლიერი წვიმის შედეგად წყალი მეტროში შევარდა, დაღუპულია, სულ ცოტა, თორმეტი ადამიანი, იუწყება ტელეარხი
CGTN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, წვიმის წყალი მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზის თავზე მდებარე პარკინგზე დაგროვდა, რის შემდეგაც ნაკადმა მეტროში შეაღწია და სადგური დატბორა. ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ შეაჩერა მატარებლების მოძრაობა, ამ ტოტზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა და ევაკუაცია დაიწყო.
მაშველებმა გვირაბიდან ხუთასამდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
„თორმეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისინი დაიღუპნენ. ხუთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი“, — ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში.
ტელეარხის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჰენანის პროვინციაში 50-90 მმ ნალექი მოვიდა, ჩჟენჩჟოუში კი ამ მაჩვენებელმა 250-დან 329 მმ-მდე მიაღწია. სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, ქალაქში ძლიერი წვიმა დღესაც გაგრძელდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ უკვე მოახდინა 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ამასთან ხელისუფლება დილიდან აკონტროლებს ბაზრებსა და მაღაზიებს, რათა სურსათსა და აუცილებელ საქონელზე ფასებმა არ მოიმატოს.