01:36 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
76 0 0

1 ივლისიდან თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებულ პირებს შორის COVID-19 71 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 31 დაავადებული პირი - უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ტოკიოში ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა დირექტორმა ტოსირო მუტომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო არ გამორიცხა პლანეტის მთავარი სპორტული მოვლენის შესაძლო გაუქმება.

მუტოს განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში თამაშების ორგანიზატორები იძულებული იქნებიან გააუქმონ შეჯიბრებები, იუწყება Sky Sports.

„ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რამდენი იქნება ინფიცირების შემთხვევა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ასეთი სიტუაცია შეიქმნება“, - განაცხადა იაპონელმა ფუნქციონერმა.

20 ივლისის დილის მონაცემებით, ოლიმპიურ თამაშებზე კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ცხრა შემთხვევა გამოვლინდა.

ტესტირების შედეგად ვირუსი გამოუვლინდა როგორც უცხოელებს, ისე იაპონელებს - ყველა მათგანი ასე თუ ისე უკავშირდება თამაშების ჩატარებას. 1 ივლისიდან თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებულ პირებს შორის COVID-19 71 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 31 დაავადებული პირი - უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მეტიც, პანდემიის დროს ოლიმპიადის ჩატარების მიზანშეწონილობაში ეჭვი შეიტანა ასევე თავად იაპონელების სკეპტიციზმმა, რომლებიც შეჯიბრებების წინააღმდეგ გამოდიან. იაპონიის მოსახლეობის 83% კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ოლიმპიადის ტოკიოში ჩატარების.

აღსანიშნავია, რომ მაყურებლებს ოლიმპიადის მხოლოდ 26 შეჯიბრებაზე დაუშვებენ, დანარჩენი 724 შეჯიბრება ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება.

ტოკიოს ოლიმპიადა პანდემიის გამო ერთი წლით გადაიტანეს. თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.

მთავარი თემები