სკანდალური ბანერი: საფრანგეთში მაკრონის ჰიტლერად გამომსახველს ეძებენ – ფოტო

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკშიემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
კარიკატურა-ბანერზე მაკრონს ჰიტლერის ვარცხნილობა და ულვაშები აქვს და მის მსგავსად უკეთია სვასტიკიანი სამკლაური უნიფორმაზე.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ ტულონის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო იმ სარეკლამო ბანერთან დაკავშირებით, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ადოლფ ჰიტლერის სახითაა წარმოდგენილი, იუწყება რადისადგური France Bleu.
​რადიოს ინფორმაციით, ბანერებზე, რომლებიც ტულონსა და კომუნა ლა-სენ-სიურ-მერში დაიდგა, მაკრონს ჰიტლერის მსგავსი ულვაში და თმის ვარცხნილობა აქვს, შესაბამისი სამხედრო უნიფორმა აცვია და მკლავზე სვასტიკიანი სამკლაური უკეთია. წითელ ფონზე კი დატანილია წარწერა: „დაემორჩილე. გაიკეთე აცრა“. წარწერის თავზე კი იკითხება მაკრონის პარტიის აბრევიატურა LREM — „წინ, რესპუბლიკა!“
ცნობილი ხდება, რომ ინციდენტს ტულონის პოლიციის უშიშროების სამსახური იძიებს. ცილისწამებაში ბრალი სარეკლამო ნახატის ავტორს ედება.
ვაქცინაცია კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
კორონავირუსზე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია საფრანგეთში სავალდებულო ხდება
რეგიონული გაზეთი Var-Matin-ის ინფორმაციით, კარიკატურის ავტორი ადგილობრივი აქტივისტი მიშელ-ანჟ ფლორია, რომელიც ცნობილია მსგავსი აქციებით. როგორც ჩანს, მას ამ სახით უნდოდა დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი საფრანგეთში სანიტარიულ საშვებთან და მედიცინის მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
მანამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსზე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სავალდებულო გაეხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა ტელეარხ LCI-ს ეთერში, მედიცინის ის მუშაკები, რომლებიც არ აიცრებიან, მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მასობრივი პროტესტები მოჰყვა პარიზში, მარსელში, ტულუზაში, რუანსა და სხვა ქალაქებში. ქუჩებში გასული ხალხი ყვიროდა „არა ჯანმრთელობის პასპორტებს!“ და „ძირს დიქტატურა!“. ქალაქების უმეტესობაში აქციებმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ხელჯოხები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ყველა ახალი ამბავი
0