13:16 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (571)
80 0 0

ექიმებმა პოლიციელს მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი საზრიანობისთვის, რისი წყალობითაც მან მძიმედ დაჭრილი მამაკაცის გადარჩენა შეძლო.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ნიუ-იორკში პოლიციელმა საოცარი საზრიანობა გამოიჩინა და დაჭრილ მამაკაცს ჩიფსებისა და წებოვანი ლენტის მეშვეობით შეუჩერა სისხლდენა, იუწყება Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელმა რონალდ კენედიმ ჰარლემიდან მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ მამაკაცი დანით დაჭრეს. ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველმა გამვლელს ჩიფსების პაკეტი გამოართვა და სთხოვა, მაღაზიიდან სკოჩი მიეტანა.

ამის შემდეგ ის დაჭრილთან მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ ფილტვი ჰქონდა დაზიანებული. პოლიციელმა სთხოვა დაჭრილს, მოდუნებულიყო, მერე კი ორი გამვლელის დახმარებით დააწვინა ძირს და ჭრილობაზე ჩიფსის პაკეტი გადააკრა სკოჩით.

შემდეგ კი, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდოდა, აკონტროლებდა, რომ დაშავებულს გონება არ დაეკარგა.

რონალდ კენედიმ და ექიმებმა დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პოლიციელს მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი საზრიანობისთვის, რითიც მან მამაკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (571)

მთავარი თემები