https://sputnik-georgia.com/20210720/TurqeTi-SeiZleba-isev-Caiketos-turistebisTvis-252365817.html
თურქეთი შესაძლოა კვლავ დაიკეტოს ტურისტებისთვის: მინისტრის განცხადება
თურქეთი შესაძლოა კვლავ დაიკეტოს ტურისტებისთვის: მინისტრის განცხადება
Sputnik საქართველო
მაისის შემდეგ თურქეთში კორონავირუსის „დელტა“ შტამით დაავადებულთა რაოდენობა გასამმაგდა, ამ დროისათვის ის 750 პაციენტს აქვს დადასტურებული. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T09:49+0400
2021-07-20T09:49+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/16/251539482_0:193:3078:1933_1920x0_80_0_0_20ce538a46e0c188474613ed2e9a2b08.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვას უცხოელი ტურისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის „დელტა“ შტამი ფართოდ გავრცელდება, განაცხადა კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ ტელეარხ CNN Turk-ის პირდაპირ ეთერში.მანამდე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაისის შემდეგ ქვეყანაში „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და ამ დროისათვის ის 750 პაციენტს აქვს დადგენილი.მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, ქვეყანა მიმდინარე წელს 25 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს, რაც თურქეთს 20 მლრდ დოლარის შემოსავალს მოუტანს.კორონავირუსის ინდური შტამი, იგივე „დელტა“ მომჭიდებელ ცილაში რამდენიმე მუტაციით გამოირჩევა. ის ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა. მეცნიერები უკვე ცალკე სწავლობენ მის კიდევ უფრო აგრესიულ სახესხვაობას — დელტა-პლუსს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19-ის ვარიანტები ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნოს. ორგანიზაციას დღეისათვის კორონავირუსის ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“). ეს უკანასკნელი ვარიანტი კვლავ განაგრძობს მუტაციას.
https://sputnik-georgia.com/20210720/lambda-varianti-gavrcelebas-ganagrZobs-252365686.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/16/251539482_0:96:3078:2030_1920x0_80_0_0_61c6b95f1466b6911d594e996c389ba2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი შესაძლოა კვლავ დაიკეტოს ტურისტებისთვის: მინისტრის განცხადება
09:49 20.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) მაისის შემდეგ თურქეთში კორონავირუსის „დელტა“ შტამით დაავადებულთა რაოდენობა გასამმაგდა, ამ დროისათვის ის 750 პაციენტს აქვს დადასტურებული.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვას უცხოელი ტურისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის „დელტა“ შტამი ფართოდ გავრცელდება, განაცხადა კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ ტელეარხ
CNN Turk-ის პირდაპირ ეთერში.
მანამდე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაისის შემდეგ ქვეყანაში „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და ამ დროისათვის ის 750 პაციენტს აქვს დადგენილი.
„პრიორიტეტი მაქსიმალური ვაქცინაციაა. თუ ეს პროცესი დაჩქარდება, თურქეთი სრულად დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. რაც უფრო გაიწელება ვაქცინაციის პროცესი, ნორმალიზაციას მით უფრო დიდი დრო დასჭირდება“, — აღნიშნა ერსოიმ.
მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, ქვეყანა მიმდინარე წელს 25 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს, რაც თურქეთს 20 მლრდ დოლარის შემოსავალს მოუტანს.
კორონავირუსის ინდური შტამი, იგივე „დელტა“ მომჭიდებელ ცილაში რამდენიმე მუტაციით გამოირჩევა. ის ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა. მეცნიერები უკვე ცალკე სწავლობენ მის კიდევ უფრო აგრესიულ სახესხვაობას — დელტა-პლუსს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19-ის ვარიანტები ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნოს. ორგანიზაციას დღეისათვის კორონავირუსის ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“). ეს უკანასკნელი ვარიანტი კვლავ განაგრძობს მუტაციას.