05:37 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (581)
148 0 0

მაისის შემდეგ თურქეთში კორონავირუსის „დელტა“ შტამით დაავადებულთა რაოდენობა გასამმაგდა, ამ დროისათვის ის 750 პაციენტს აქვს დადასტურებული.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვას უცხოელი ტურისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის „დელტა“ შტამი ფართოდ გავრცელდება, განაცხადა კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ ტელეარხ CNN Turk-ის პირდაპირ ეთერში.

მანამდე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაისის შემდეგ ქვეყანაში „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და ამ დროისათვის ის 750 პაციენტს აქვს დადგენილი.

„პრიორიტეტი მაქსიმალური ვაქცინაციაა. თუ ეს პროცესი დაჩქარდება, თურქეთი სრულად დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. რაც უფრო გაიწელება ვაქცინაციის პროცესი, ნორმალიზაციას მით უფრო დიდი დრო დასჭირდება“, — აღნიშნა ერსოიმ.

მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, ქვეყანა მიმდინარე წელს 25 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს, რაც თურქეთს 20 მლრდ დოლარის შემოსავალს მოუტანს.

კორონავირუსის ინდური შტამი, იგივე „დელტა“ მომჭიდებელ ცილაში რამდენიმე მუტაციით გამოირჩევა. ის ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა. მეცნიერები უკვე ცალკე სწავლობენ მის კიდევ უფრო აგრესიულ სახესხვაობას — დელტა-პლუსს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19-ის ვარიანტები ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნოს. ორგანიზაციას დღეისათვის კორონავირუსის ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“). ეს უკანასკნელი ვარიანტი კვლავ განაგრძობს მუტაციას.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (581)

მთავარი თემები