Huawei-ს დახმარებით: „ყაზახტელეკომმა“ FWA-ს პირველი გამოყოფილი ქსელი აამუშავა

CC BY-SA 4.0 / Yaken hgar / Kazakhtelecom„ყაზახტელეკომის“ ერთ-ერთი ოფისი
„ყაზახტელეკომის“ ერთ-ერთი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
Huawei-ში მიაჩნიათ, რომ ყაზახეთი კარგი მაგალითია სხვა ოპერატორებისთვის, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ კერძო სექტორი, რათა გადაჭრან დაფარვის პრობლემა იქ, სადაც სადენიან ინტერნეტზე წვდომა არ არის.
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. კომპანია Huawei-მ ყაზახეთის უდიდეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორ „ყაზახტელკომს“ 4T4R-ის საბაზო სადგურები გადასცა, რომელთა მეშვეობითაც ცენტრალურ აზიაში რადიოინტერფეისით ინტერნეტზე წვდომის ფიქსირებული პირველი უსადენო ქსელი (FWA) ამუშავდა, იუწყება РИА Новости კომპანია Huawei-ზე დაყრდნობით. 
Huawei - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2020
იქმნება გაჯეტების უსადენო ლაზერული დამტენი: Huawei-მ გამოგონება უკვე დააპატენტა
აღნიშნული ქსელი ერთ-ერთი პირველი FWA-ქსელია მსოფლიოში, რომელიც 2300 მეგაჰერცის გამოყოფილ დიაპაზონში მუშაობს და კერძო სექტორს ფართოზოლიან მომსახურებაზე წვდომის საშუალებას აძლევს.
FWA-ს ქსელის განთავსებისთვის ტექნოლოგია LTE იყო შერჩეული, რომელიც 2300 მგჰ-ს დიაპაზონში რადიოსიხშირეების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებასაც იძლევა და SIM-based-ის მომსახურებით უზრუნველყოფის შესაძლებლობასაც ქსელის ბაზაზე.  
„ამასთან ჩვენ ვიყენებთ რადიოსიხშირეების 20 მგჰ-ს სიგანის გამოყოფილ დიაპაზონს, ანუ ეს FWA-ს სრულად გამოყოფილი ქსელია მხოლოდ ფიქსირებული უსადენო წვდომის აბონენტებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გამოვიყენეთ ე.წ. IP breakout-ის მიდგომა  — გამოყოფილ PGW ინტერნეტ-კავშირში ჩართვა FWA აბონენტებისთვის“, — განაცხადა „ყაზახტელეკომის“ ინოვაციების დირექტორმა ნურლან მეირმანოვმა.
როგორც Huawei Technologies Kazakhstan-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ციუი ფეიმ აღნიშნა, „ყაზახტელეკომის“ პროექტი კარგი მაგალითია ფიქსირებული ხაზის სხვა ოპერატორებისთვის, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ კერძო სექტორი, რათა გადაჭრან დაფარვის პრობლემა იქ, სადაც სადენიან ინტერნეტზე წვდომა არ არის.
„ამასთან ეს ქსელი, მცირე მოდერნიზაციის გავლის შემდეგ, მზად იქნება 5G-ტექნოლოგიაზე გადასვლისთვის, რაც ქსელის მოცულობას გაზრდის და eMBB–მომსახურებასაც გასწევს“, — განაცხადა მან.
ყველა ახალი ამბავი
0