06:45 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (571)
72 0 0

ჩინელმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა ღია წერილით მიმართეს ჯანმოს და აშშ-ის ფორტ-დეტრიკის სამხედრო ბაზაზე არსებული ბიოლაბორატორიის გამოკვლევა მოითხოვეს.

თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისადმი ღია წერილს, რომლითაც ჩინეთის მოსახლეობა აშშ-ის ფორტ-დეტრიკის ბაზაზე მდებარე ბიოლაბორატორიაში არსებული ვითარების გამოძიებას მოითხოვენ, ნახევარ მილიონზე მეტმა ინტერნეტ-მომხმარებელმა მოაწერა ხელი, იუწყება ჩინური გაზეთი Global Times.

გამოცემის ცნობით, ხელმომწერები გამოძიებას იმ მიზნით ითხოვენ, რომ „მომავალი ეპიდემიები აღიკვეთოს“.

მანამდე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუს SARS-CoV-2-ის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობის გამორიცხვა ნაადრევია. ამასთან მან „გამჭვირვალობისა“ და თანამშრომლობისკენ მოუწოდა ჩინეთს პირველადი მონაცემების გადაცემის საკითხში, რასაც ორგანიზაცია პანდემიის ადრეულ ეტაპზევე ითხოვდა.

როგორც ღია წერილშია ნათქვამი, ჯანმომ, მომავალი პანდემიის აღსაკვეთად, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ლაბორატორიებს, რომლებიც საშიშ ვირუსებს ან ბიოქიმიურ იარაღს იკვლევენ. წერილში განსაკუთრებულადაა გამოყოფილი აშშ-ის არმიის ინფექციურ დაავადებათა კვლევის ინსტიტუტი (USAMRIID), რომელიც მერილენდის შტატში მდებარეობს ფორტ-დეტრიკის ბაზაზე, და სადაც თითქოს ებოლას, SARS-ის, MERS-ისა და ყვავილის ვირუსები ინახება.

„2019 წლის შემოდგომაზე, ჯერ კიდევ COVID-19-ის ეპიდემიის აფეთქებამდე, ლაბორატორიიდან გაჟონვა მოხდა, მაგრამ აშშ არ ახმოვანებს დეტალურ ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების მომიზეზებით“, − ნათქვამია წერილში.

ამასთან იქვე წერია, რომ ჩინეთმა დასავლეთის ქვეყნების ვირუსოლოგებსა და მასმედიის წარმომადგენლებს უჰანის ინსტიტუტის მონახულების უფლება მისცა, შეერთებულმა შტატებმა კი არავინ დაუშვა ფორტ-დეტრიკის ლაბორატორიაში.

გაზეთის ინფორმაციით, ამერიკული ლაბორატორია 2019 წელს დროებით იყო დაკეტილი მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა იქ შემოწმება ჩაატარა. მაშინ ამის მიზეზად „გამდინარე წყლების გაუვნებელყოფის პრობლემები“ დასახელდა, თუმცა გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს განმარტება საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (571)

მთავარი თემები