11:37 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (571)
391 0 0

ინდუისტებს სწამთ, რომ სამთავიანი ბავშვი ღვთიური წარმომავლობისაა, თუმცა ეს იმავდროულად ცუდის ნიშანიცაა და უამრავ უბედურებას მოასწავებს.

თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში ქალმა უჩვეულო, სამთავიანი ბავშვი გააჩინა, რის გამოც პატარა ღმერთის განსხეულებად მიიჩნიეს და მის სახლში მომლოცველებმა დაიწყეს სიარული, იუწყება Daily Star.

​როგორც დედა ირწმუნება, მისი ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობდა, ექიმები აკონტროლებდნენ მის მდგომარეობას და ყველა აუცილებელ ანალიზსაც ატარებდნენ, თუმცა ნაყოფის არანაირი პათოლოგია არ გამოუვლენიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ზედმეტი თავები ძირითად თავზევე აქვს „მიბმული“ და სამივე მათგანი თმებითაა დაფარული.

დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. ისინი უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან, თუმცა ექიმები ოპტიმისტურ პროგნოზებს არ აკეთებენ. მათი თქმით, მსგავსი ანომალიებით დაბადებული ბავშვები ერთ წელზე მეტხანს ვერ ცოცხლობენ.

როგორც გამოცემა წერს, როგორც კი სამთავიანი ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ახლად მოლოგინებული ქალის სახლთან მომლოცველებმა იწყეს დენა თავად უტარ-პრადეშიდან და ასევე მეზობელი შტატებიდანაც, რათა ძღვენი შესწირონ პატარას და ხელით შეეხონ მას.

საქმე ისაა, რომ ინდუიზმში არსებობს ცნება ტრიმურტი − ანუ ტრიადა, რომელიც ინდუისტური პანთეონის სამ მთავარ ღმერთს − ბრაჰმა შემქმნელს, ვიშნუ მფარველსა და შივა გამანადგურებელს აერთიანებს ერთ მთლიანობად. ტრიმურტის სკულპტურა ასეც გამოიყურება − სამი თავი ერთ სხეულზე.

შესაბამისად ინდუისტებს სწამთ, რომ თუ ადამიანი სამი თავით იბადება, ე.ი. ის ღვთიური წარმომავლობისაა. იმავდროულად, ადგილობრივი ცრურწმენების თანახმად, რამდენიმეთავიანი ბავშვის დაბადება ცუდის ნიშანია და უამრავ უბედურებას მოასწავებს. ახალშობილის ოჯახში მომლოცველთა სტუმრობის მიზანიც ესაა − ძღვენით ღმერთების გულის მოგება და უბედურების თავიდან აცილება.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (571)

მთავარი თემები