08:43 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

თელ-ავივში შეაგროვებენ ძაღლების დნმ-ის ნიმუშებს, რათა გამოავლინონ ის მფლობელები, რომლებიც თავისი ოთხფეხა ბინადრების ნარჩენებს ქუჩაში ტოვებენ.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. თელ-ავივის ხელისუფლება ქალაქის მცხოვრებლებს დაავალდებულებს ჩააბარონ მათი ძაღლების დნმ-ის ნიმუშები, რათა გამოავლინონ ის მფლობელები, რომლებიც თავიანთი აღსაზრდელების დატოვებულ ნარჩენებს ქუჩაში ტოვებენ, იუწყება მუნიციპალიტეტის პრესსამსახური. ამის შესახებ წერს РИА Новости.

ასეთი არაკეთილსინდისიერი მფლობელები ფოსტით მიიღებენ ჯარიმის ქვითარს და ასევე მათ მოუწევთ დნმ-ის ტესტზე გაწეული ხარჯების გადახდა.

თელ-ავივი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „ძაღლების მოყვარულ“ ქალაქად მიიჩნევა - მუნიციპალიტეტის მონაცემებით, ძაღლი ყოველ მე-11 მცხოვრებს ჰყავს. ქალაქში არსებობს ათეულობით პარკი ძაღლებისთვის, ნარჩენების შესაგროვებლად არსებობს უფასო პაკეტები. მაგრამ ამის მიუხედავად, ცხოველთა მფლობელები ყოველთვიურად ქალაქში დაახლოებით 500 კგ ძაღლის ნარჩენებს ტოვებენ.

მთავარი თემები