13:47 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სამეფო ოჯახის ამბები (64)
49 0 0

ივნისის დასაწყისში პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი, გოგონა შეეძინათ, რომელსაც სახელად ლილიბეტ დიანა დაარქვეს.

პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი სტრიმინგ-პლატფმა Netflix-ზე ახალი ანიმაციური სერიალის „პერლის“ აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. ამის შესახებ წყვილის მიერ დაარსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში Archewell განაცხადეს.

სერიალი 12 წლის გოგონას, პერლის თავგადასავლებს ასახავს.

„პერლი საკუთარ თავს ეძებს და ცდილობს გადალახოს გამოწვევები, რომელთაც ცხოვრება ყოველდღე უქმნის. მე აღფრთოვანებული ვარ, რომ Archewell-ის საპროდიუსერო სეგმენტი უმძლავრეს პლატფორმა Netflix-თან და მის გუნდთან ერთად იმუშავებს ახალ ანიმაციურ სერიალზე, რომელიც არაორდინარულ ქალებს ადიდებს“, – განაცხადა მეგან მარკლმა.

ივნისის დასაწყისში პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი, გოგონა შეეძინათ, რომელსაც სახელად ლილიბეტ დიანა დაარქვეს.

გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.

თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (64)

მთავარი თემები