09:30 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (571)
6710

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყურძნის ეს ჯიში მხოლოდ იაპონიის პრეფექტურა ისიკავაში მოდის, მისი თითოეული მარცვლის დიამეტრი დაახლოებით 3 სანტიმეტრია.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. უმაღლესი ხარისხის Ruby Roman-ის („რომაული ძოწისფერი“) ჯიშის ყურძნის მტევნები იაპონიის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა, იუწყება kyodo News.

​გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული მტევნის ფასმა დაახლოებით 1,4 მილიონი იენა (12.700 ამერიკული დოლარი) შეადგინა.

ირკვევა, რომ მტევნებზე, რომელთაგან თითოეულის წონა 900 გრამს აღწევდა, სულ ცოტა, 30 მარცვალი იყო. შესაბამისად, თითო მარცვალი დაახლოებით 350 დოლარი ღირდა.

ცნობილი ხდება, რომ ყურძენი ტაივანში იაპონური სუპერმარკეტების ქსელის Yumaowu-ს მფლობელმა სე მინ-ტამ შეიძინა.

„მსურს Ruby Roman-ი ტაივანელებს გავასინჯო. მევენახეების ერთწლიანი თავდაუზოგავი შრომის ფონზე 1,4 მილიონი იენა იაფი ფასია“, — განაცხადა 66 წლის სემ.

Ruby Roman-ი ყურძნის ყველაზე ძვირადღირებული ჯიშია მსოფლიოში. მისი თითოეული მარცვლის დიამეტრი დაახლოებით 3 სანტიმეტრია. ყურძენი გამოირჩევა შაქრის მაღალი შემცველობით და დაბალი მჟავიანობით.

აღნიშნული ჯიშის გამოყვანაზე მუშაობა პირველად 1990-იანების შუა წლებში დაიწყო იაპონიის პრეფექტურა ისიკავაში და 14 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. „რომაული ძოწისფერი“ 2007 წელს დარეგისტრირდა, ბაზარზე კი პირველად 2008 წელს გამოჩნდა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (571)

მთავარი თემები