https://sputnik-georgia.com/20210716/amerikis-zrvis-lomebis-rigebSi-pirvelad-mocvda-qali-252335057.html
გამოირჩა ექსტრაორდინალური უნარებით: აშშ-ის საზღვაო სპეცრაზმში პირველად ჩაირიცხა ქალი
გამოირჩა ექსტრაორდინალური უნარებით: აშშ-ის საზღვაო სპეცრაზმში პირველად ჩაირიცხა ქალი
Sputnik საქართველო
„ზღვის ლომების“ ახალი წევრი საიდუმლო ოპერაციების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეცდანიშნულების ხომალდის ოპერატორი გახდება 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T10:52+0400
2021-07-16T10:52+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/10/252335000_0:171:2049:1330_1920x0_80_0_0_297f9eebb69d7737b33f4d3aac318031.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების სამმართველომ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ლეგენდარული „ზღვის ლომები“, საკუთარ რიგებში ისტორიაში პირველად მიიღო ქალი, იუწყება CNN.გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომლის ვინაობაც მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ სახელდება, საიდუმლო ოპერაციების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეცდანიშნულების ხომალდის ოპერატორი გახდება.როგორც აშშ-ის სპეცოპერაციების სამხედრო-საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელმა, კონტრ-ადმირალმა ჰოვარდმა აღნიშნა, მისმა ახალმა ხელქვეითმა „ექსტრაორდინალური“ უნარები გამოავლინა.გამოცემის ცნობით, წარსულში 18 ქალი ცდილობდა გამხდარიყო სპეცდანიშნულების სამხედრო ხომალდების ეკიპაჟების ან „ზღვის ლომების“ წევრი. აქედან თოთხმეტმა ვერ შეძლო პროგრამის დასრულება, სამი კი ჯერ ისევ მომზადების პროცესშია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/10/252335000_0:107:2049:1394_1920x0_80_0_0_818922befb65c660f816d7a8f722584f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
გამოირჩა ექსტრაორდინალური უნარებით: აშშ-ის საზღვაო სპეცრაზმში პირველად ჩაირიცხა ქალი
10:52 16.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) „ზღვის ლომების“ ახალი წევრი საიდუმლო ოპერაციების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეცდანიშნულების ხომალდის ოპერატორი გახდება
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების სამმართველომ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ლეგენდარული „ზღვის ლომები“, საკუთარ რიგებში ისტორიაში პირველად მიიღო ქალი, იუწყება
CNN. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომლის ვინაობაც მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ სახელდება, საიდუმლო ოპერაციების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეცდანიშნულების ხომალდის ოპერატორი გახდება.
როგორც აშშ-ის სპეცოპერაციების სამხედრო-საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელმა, კონტრ-ადმირალმა ჰოვარდმა აღნიშნა, მისმა ახალმა ხელქვეითმა „ექსტრაორდინალური“ უნარები გამოავლინა.
„იყო პირველი ქალი, რომელმაც სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეციალური საბრძოლო პროგრამის შესწავლა დაასრულა, განსაკუთრებული მიღწევაა. ჩვენ წარმოუდგენლად ვამაყობთ ახალი თანაგუნდელით... მან გამოავლინა ყველა ის გონებრივი უნარი და ლიდერული თვისება, რომლებიც ჩვენს ძალებში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი“, — აღნიშნა ჰოვარდმა.
გამოცემის ცნობით, წარსულში 18 ქალი ცდილობდა გამხდარიყო სპეცდანიშნულების სამხედრო ხომალდების ეკიპაჟების ან „ზღვის ლომების“ წევრი. აქედან თოთხმეტმა ვერ შეძლო პროგრამის დასრულება, სამი კი ჯერ ისევ მომზადების პროცესშია.