10:53 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

როგორც მოსალოდნელია, ჯანმოს საგანგებო კომიტეტი კორონავირუსთან დაკავშირებულ განახლებულ რეკომენდაციებს 15 ივლისს გამოაქვეყნებს.

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. მსოფლიო „დელტა“ შტამის გამო კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისშია, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მსოფლიოში COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო კომიტეტის სხდომის გახსნაზე. იუწყება РИА Новости.

„დელტა“ შტამი დაავადების მაჩვენებლის მატების ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ელემენტია. ის იკვებება ადამიანების გაზრდილი სოციალური ურთიერთობითა და მობილობით, ასევე მიღებული სოციალური ზომებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დაწესებული ზომების არათანმიმდევრული გამოყენებით“, - აღნიშნა მან.

მისი სიტყვებით, ვაქცინაციის დონის ზრდამ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შედეგი გამოიღო და ვირუსით დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იკლო. თუმცა სიტუაცია კვლავ გამწვავდა და მსოფლიო „მესამე ტალღის დასაწყისში იმყოფება“.

„წინა კვირა ზედიზედ მეოთხე იყო, როდესაც მსოფლიოში გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირების დონე ჯანმოს ყველა რეგიონში, ერთის გარდა. ინფიცირების შემთხვევების 10-კვირიანი შემცირების შემდეგ იზრდება ასევე სიკვდილიანობის დონეც“, - აღნიშნა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ჯანმოს საგანგებო კომიტეტი სამ თვეში ერთხელ იკრიბება, რათა შეაფასოს COVID-19-ის გავრცელების საფრთხის დონე. ამ მომენტისთვის, კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაავადება წარმოადგენს საგანგებო სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.

როგორც მოსალოდნელია, კომიტეტი განახლებულ რეკომენდაციებს სხდომის შედეგების მიხედვით, 15 ივლისს გამოაქვეყნებს.

მთავარი თემები