Facebook-ის ჯგუფების ადმინისტრატორების საყურადღებოდ: სოცქსელი ახალ ფუნქციას ამატებს

© AP Photo / Tony AvelarFacebook
Facebook - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
სოციალური ქსელის ახალი ფუნქცია გაამარტივებს დეზინფორმაციასთან ბრძოლას და ხელს შეუწყობს კომპეტენტური ინფორმაციის გავრცელებას
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელობამ სოციალური ქსელის ჯგუფების ადმინისტრატორებს ახალი შესაძლებლობა მისცა — ამიერიდან ისინი ჯგუფების მომხმარებლებს შორის პროფილური ექსპერტების შერჩევას შეძლებენ, რაც დეზინფორმაციასთან ბრძოლას გაამარტივებს.
Facebook - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
კონფლიქტები აღარ იქნება: Facebook-ი ახალ პროგრამას ტესტავს
„ჩვენ ვამატებთ ახალ ფუნქციას ადმინისტრატორებისთვის, რათა მათ ჯგუფის კომპეტენტური წევრების ექსპერტების სახით მონიშვნა შეძლონ... მას შემდეგ, რაც ექსპერტები დაეთანხმებიან საკუთარ როლს, მათი სახელის გასწვრივ გამოჩნდება სპეციალური ნიშანი, რომელიც ჯგუფის სხვა წევრებს აღიარებული ექსპერტების საინფორმაციო პოსტებისა და კომენტარებისთვის თვალყურის დევნებას გაუადვილებს“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც პროფილური ინტერნეტ-გამოცემა CNet-ი წერს, ახალი ფუნქციის დანიშნულება ნაწილობრივ ისიცაა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა გამარტივდეს. Facebook-ი ამ გზით ცდილობს, „მიუთითოს იუზერებს უფრო ავტორიტეტული წყაროები, ვინაიდან სოციალურ ქსელებში ფართოდაა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია კორონავირუსის, ვაქცინებისა და სხვა თემების შესახებ“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი ტესტავს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ჯგუფებში შეურაცხმყოფელ კომენტარებს მონიშნავს. პროგრამის მიზანია, გაუადვილოს მოდერატორებს მუშაობა, რათა მათ დროულად აღმოფხვრან კონფლიქტები სოციალური ქსელების ჯგუფებში.
ყველა ახალი ამბავი
0