https://sputnik-georgia.com/20210712/mexis-dacemas-11-adamiani-emsxverpla-252286581.html
ტრაგედია სელფის გადაღებისას: მეხის დაცემას 11 ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეო
ტრაგედია სელფის გადაღებისას: მეხის დაცემას 11 ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეო
Sputnik საქართველო
პოლიციის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდა ასაკისაა. ინციდენტის დროს კოშკზე 27 ადამიანი იმყოფებოდა. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T10:19+0400
2021-07-12T10:19+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24883/28/248832874_0:44:1920:1124_1920x0_80_0_0_62dbcfe464ecb9327f8c21e18bcb25d0.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ინდოეთის ჯაიპურში, ფორტ ამერის მეთორმეტე საუკუნის საგუშაგო კოშკზე სელფის გადაღებისას 11 ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაშავდა მეხის დაცემის შედეგად, იუწყება NDTV.გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის მომენტში კოშკზე 27 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც პოლიცია აცხადებს, დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდაა.შტატის მთავარი მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახები ფულად კომპენსაციას მიიღებენ — თითოეული 500 ათას რუპიას (6700 აშშ დოლარი).აღინიშნება, რომ 2004 წლიდან დღემდე მეხის დაცემით ინდოეთში საშუალოდ ორასი ადამიანია დაღუპული.ამასთან, როგორც ინდოეთის მეტეოროლოგიური სამმართველო აცხადებს, 1960-იანი წლების შემდეგ მეხის დაცემით სიკვდილიანობა ორჯერ გაიზარდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კლიმატური კრიზისია დასახელებული. მაგალითად, 2018 წელს შტატ ანდჰრა-პრადეშში 13 საათის განმავლობაში მეხი 36.749-ჯერ ჩამოვარდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24883/28/248832874_182:0:1739:1168_1920x0_80_0_0_3d4028ed49b6cd8804f412b9936ace1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ტრაგედია სელფის გადაღებისას: მეხის დაცემას 11 ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეო
10:19 12.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) პოლიციის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდა ასაკისაა. ინციდენტის დროს კოშკზე 27 ადამიანი იმყოფებოდა.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ინდოეთის ჯაიპურში, ფორტ ამერის მეთორმეტე საუკუნის საგუშაგო კოშკზე სელფის გადაღებისას 11 ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაშავდა მეხის დაცემის შედეგად, იუწყება
NDTV.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის მომენტში კოშკზე 27 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც პოლიცია აცხადებს, დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდაა.
შტატის მთავარი მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახები ფულად კომპენსაციას მიიღებენ — თითოეული 500 ათას რუპიას (6700 აშშ დოლარი).
აღინიშნება, რომ 2004 წლიდან დღემდე მეხის დაცემით ინდოეთში საშუალოდ ორასი ადამიანია დაღუპული.
ამასთან, როგორც ინდოეთის მეტეოროლოგიური სამმართველო აცხადებს, 1960-იანი წლების შემდეგ მეხის დაცემით სიკვდილიანობა ორჯერ გაიზარდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კლიმატური კრიზისია დასახელებული. მაგალითად, 2018 წელს შტატ ანდჰრა-პრადეშში 13 საათის განმავლობაში მეხი 36.749-ჯერ ჩამოვარდა.