ტაჯიკეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა: არიან დაღუპულები

© photo: Sputnik / Igor Nosov / გადასვლა მედიაბანკშისეისმოგრაფის მონაცემები
სეისმოგრაფის მონაცემები - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ეპიცენტრში მდებარე ორ სოფელში 19 სახლი დაზიანდა. ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონის დავალებით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ხუთი ადამიანი დაიღუპა ტაჯიკეთის აღმოსავლეთ ნაწილში 6-ბალიანი მიწისძვრის შედეგად, იუწყება РИА Новости ქვეყნის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის პრესცენტრის ხელმძღვანელზე, უმედ იუსუფიზე დაყრდნობით.
„6:14 საათზე (თბილისის დროით - რედ.) მომხდარი ბიძგების ეპიცენტრი დუშანბედან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 165 კილომეტრში და რაშტის რაიონიდან აღმოსავლეთით 21 კილომეტრში მდებარეობდა. ეპიცენტრში მაგნიტუდამ 6 ბალი შეადგინა, დუშანბეში - 3. დაიღუპა ხუთი ადამიანი“, - განაცხადა იუსუფიმ.
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
სოფელ სამებასთან მეოთხე მიწისძვრა დაფიქსირდა
მისი თქმით, ადამიანები დაიღუპნენ ტაჯიკაბადის რაიონის სოფელ ლანგარი შოხში, რაშტის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კი ორი არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ეპიცენტრში მდებარე ორ სოფელში 19 სახლი დაზიანდა. ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონის დავალებით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
იუსუფიმ აღნიშნა, რომ სიტუაციის შესასწავლად, ზარალის შესაფასებლად და მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე მაღალჩინოსნები გაემგზავრნენ.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკაში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ობიექტების საბრძოლო მზადყოფნაზე მიწისძვრას გავლენა არ მოუხდენია.
ყველა ახალი ამბავი
0