06:39 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (571)
57 0 0

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თემთა პალატაში კომენტარი გააკეთა ესკადრონული ნაღმმზიდი Defender-ის ინციდენტთან დაკავშირებით.

თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ევლავაც განაგრძობს შესვლას უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, როდესაც კომენტარს აკეთებდა ნაღმმზიდ Defender-ის ინციდენტთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ბრიტანული ხომალდი, რომელსაც რუსეთმა მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში დასდო ბრალი, ყველაზე მოკლე და პირდაპირი მარშრუტით მოძრაობდა.

„ესკადრონული ნაღმმზიდი Defender საერთაშორისოდ აღიარებული ყველაზე მოკლე და სწორი მარშრუტით მოძრაობდა. ჩვენ სრული უფლება გვქონდა, მშვიდობიანად გაგვევლო უკრაინის ტერიტორიულ წყლებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ კვლავაც განვაგრძოთ ასე მოქმედებას“, − განაცხადა რააბმა.

ამასთან მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ნაღმმზიდის ეკიპაჟს.

23 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდი HMS Defender მოსკოვის დროით დილის 11:52 საათზე სამი კილომეტრით ღრმად შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ ხომალდის ეკიპაჟი გააფრთხილა, რომ იარაღს გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი იმავე კურსით განაგრძობდა სვლას. ამ გაფრთხილებაზე ბრიტანულ ეკიპაჟს რეაგირება არ მოუხდენია, რის შემდეგაც რუსულმა სასაზღვრო-სანაპირო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, ხოლო შემდეგ გამანადგურებელმა Су-24м-მა ასევე გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარა ესკადრონული ნაღმმზიდის გზაზე.

ვლადიმირ პუტინმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, რომელშიც ბრიტანელებთან ერთად ამერიკელებიც მონაწილეობდნენ, და თქვა, რომ ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ასეთი პროვოკაცია დასავლეთს ყირიმელებისთვის იმის საჩვენებლად ესაჭიროებოდა, რომ მათ აზრს პატივს არ სცემს.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (571)

მთავარი თემები