„ბოდიშს ვიხდი ოჯახის წინაშე“: ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი სკანდალის ფონზე გადადგა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივესტმინსტერი
ვესტმინსტერი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა მიიღო ჰენკოკის ბოდიში, მაგრამ ასევე აქცენტი გააკეთა სწორედ იმაზე, რომ სკანდალის მთავარი პრობლემა იყო მინისტრისა და მისი თანაშემწის მიერ სოციალური დისტანციის დარღვევა.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთიუ ჰენკოკი (Matthew John David Hancock) თანამდებობიდან გადადგა სკანდალის შემდეგ, რომელიც მის თანაშემწესთან ურთიერთობას და სამინისტროს საბჭოში მის დანიშვნას უკავშირდება. ამის შესახებ წერს РИА Новости.

გადადგომის შესახებ მინისტრმა შაბათს Twitter-ზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს შევხვდი პრემიერ-მინისტრს და განვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ... მე უნდა გადავდგე“, - განაცხადა ჰენკოკმა.

პრემიერ-მინისტრის სახელზე შედგენილ წერილში ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ახლა მან მეტი ყურადღება ოჯახსა და შვილებს უნდა დაუთმოს.

„ყველაზე ნაკლებად მსურს, რომ ჩემი პირადი ცხოვრებისკენ იყოს გადატანილი ყურადღება იმ ძალისხმევის ნაცვლად, რომელიც კრიზისიდან გამოსვლაში დაგვეხმარება. კიდევ ერთხელ მინდა მოვიხადო ბოდიში წესების დარღვევისთვის, მოვიხადო ბოდიში ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინაშე იმის გამო, რომ ჩემს გამო ამ ყველაფრის გადატანა მოუხდათ. აგრეთვე მინდა ეს დრო ჩემს შვილებს დავუთმო... ვალდებული ვარ გადავდგე“, - აღნიშნავს მინისტრი.
სინძო აბე - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2020
იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა: დასახელდა მიზეზი

პარასკევს გაზეთ Sun-ში გამოქვეყნდა 6 მაისს გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც სამი შვილის მამა, 42 წლის ცოლიანი ჰენკოკი და მისი თანაშემწე, სამი შვილის დედა, მილიონერ ოლივერ ტრესის მეუღლე, 43 წლის ჯინა კოლადანჯელო (Gina Coladangelo) ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში ჩახუთებულები კოცნიან ერთმანეთს. ამ დროს მამაკაცის მარჯვენა ხელი ქალს წელს ქვემოთ ეხვევა. მაგრამ სკანდალი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჰენკოკმა ადრე კოლადანჯელო პირად თანაშემწედ საზოგადოებრივ საწყისებზე აიყვანა, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წევრად დანიშნა. ოპოზიციამ დაადანაშაულა ჰენკოკი გადასახადების გადამხდელების თანხების გაფლანგვაში და პრემიერ ბორის ჯონსონს მინისტრის გადადგომა მოსთხოვა. მინისტრის გადადგომა კონსერვატორმა თანაპარტიელებმაც მოითხოვეს.

სკანდალში გახვეულმა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებულმა მინისტრმა სწრაფად მოიხადა ბოდიში, მაგრამ მისთვის ჩვეული ირონიით მოიბოდიშა მხოლოდ სოციალური დისტანციის დარღვევის გამო. პრემიერის კანცელარიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინისტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ჯონსონმა მიიღო ჰენკოკის ბოდიში, მაგრამ ასევე აქცენტი გააკეთა სწორედ იმაზე, რომ სკანდალის მთავარი პრობლემა იყო მინისტრისა და მისი თანაშემწის მიერ სოციალური დისტანციის დარღვევა.

ყველა ახალი ამბავი
0