სროლა შავ ზღვაში: ლონდონი მცირე განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ინციდენტის თაობაზე ინფორმაციას ვერც უცხოური მედიასაშუალებები ვერ იღებენ.

თბილისი, 23 ივნისი − Sputnik. ბრიტანული ესკადრონული ნაღმმზიდი Defender-ი მშვიდობიანად იმყოფება უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და მისთვის არავის გაუხსნია ცეცხლი, აცხადებენ ლონდონში, რის შესახებაც წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ბრიტანული ნაღმმზიდი „იორკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
საზღვრის დარღვევა: რუსულმა ფლოტმა და ავიაციამ ბრიტანულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონულმა ნაღმმზიდმა Defender-მა რუსეთის საზღვრები დაარღვია შავ ზღვაში, ფიოლენტის კონცხთან (ყირიმის სიახლოვეს), რის გამოც რუსული მხარე იძულებული გახდა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაეხსნა ხომალდისთვის და ოთხი ავიაბომბი ჩამოეგდო მისი სვლის მარშრუტზე.

„გამაფრთხილებელი სროლები არ ყოფილა. <...> ხომალდ Defender-ის მიმართულებით ცეცხლი არავის გაუხსნია და ჩვენ არ ვადასტურებთ ცნობას, რომ მისი სვლის მარშრუტზე ბომბები ჩამოიყარა“, − ნათქვამია ბრიტანეთის სამხედრო უწყების Twitter-აკაუნტზე.

​ამასთან ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ ბრიტანული ეკიპაჟი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებდა.

უწყების რელიზში აღნიშნულია, რომ რუსეთი „საწვრთნელ სროლებს“ ახორციელებდა შავ ზღვაში და ამის თაობაზე წინასწარ აცნობა „საზღვაო თანამეგობრობას“.

როგორც РИА Новости წერს, ამ დროისათვის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ჩართულია მხოლოდ ავტომოპასუხე. ინციდენტის თაობაზე ოპერატიულ ინფორმაციას ვერც უცხოური მედიასაშუალებები ვერ იღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0