ჟენევის ბარმა სამიტისთვის სპეციალური კოქტეილი დაამზადა

© Photo: LicorBeirao / Pixabayკოქტეილი
კოქტეილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
მანამდე შვეიცარიულმა საკონდიტრომ გამოაცხო ტორტი, რომელიც შეერთებული შტატებისა და რუსეთის კულტურების ელემენტებით მორთო.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ჟენევის ბარმა Bottle Brothers ახალი კოქტეილი წრმოადგინა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების — ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტის წინ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
პუტინმა ჟენევაში თვითმფრინავის ტრაპთან დახვედრაზე უარი თქვა

დაწესებულების მთავარი ბარმენის რაზვან კოვალუს თქმით, კოქტეილს Summit Cinémа ეწოდა, ვინაიდან აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავს, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. მისი თქმით, ბარს ასევე მომარაგებული აქვს დიდი რაოდენობით პოპკორნი.

„ჟენევისთვის სამიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ასეთი შეხვედრები აქ 1985 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ასე რომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კოქტეილი, რათა ეს მოვლენა აღგვენიშნა“, — თქვა ბარმენმა.

კოქტეილის ავტორების თქმით, სასმელში რუსული და ამერიკული კულტურების შემადგენლები — არაყი, მოცვი და კარამელიზებული პოპკორნი შედის.

ბარი მთელი კვირის განმავლობაში შესთავაზებს სასმელს კლიენტებს და თუ ის მოწონებას დაიმსახურებს, მაშინ მას მუდმივ მენიუში დატოვებენ.

კავალუს თქმით, „ძალიან მაგარი იქნება, თუ ბაიდენი და პუტინი ბარს ეწვევიან და დაწესებულების სიმბოლურ სიახლეს გასინჯავენ“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიულმა საკონდიტრომ სპეციალურად სამიტისთვის გამოაცხო ტორტი, რომელზეც აშშ-ისა და რუსეთის კულტურების ელემენტებია გამოსახული.

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების — ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის გაფართოებული შეხვედრა ჟენევაში ადგილობრივი დროით 13:35 საათზე დაიწყება (15:35 თბილისის დროით). შეხვედრამდე 10 წუთით ადრე პრეზიდენტები შვეიცარიის პრეზიდენტ გი პარმელენთან ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ. 18:40 საათზე (თბილისის დროით) შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართება.

სამიტის ადგილს სამხედროები იცავენ. იქ ასევე განთავსებულია საზენიტო სისტემა „ერლიკონ GDF-005“. ეს ავტომატიზებული კომპიუტერული იარაღია, რომელიც მცირე სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ფუნქციას ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0