დანაშაულის გამოსყიდვა: პრინცმა ჰარიმ რძალს შეტყობინება გაუგზავნა

© AFP 2024 / DANIEL LEAL-OLIVASპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
ბრიტანული ტაბლოიდების თანახმად, შერცხვენილმა ჰერცოგმა თავის რძალს სთხოვა, დაეხმაროს მას ოჯახის წრეში ხელახლა შესვლაში.

პრინცი ჰარი ცდილობს ცოდვების გამოსყიდვას სამეფო ნათესავების წინაშე: მეამბოხემ დახმარებისათვის ოჯახის მთავარ მშვიდობისმყოფელს – კეიტ მიდლტონს მიმართა.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
„მსოფლიოს აალაპარაკებს“ – ცნობილი ასტროლოგი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილზე

ინტერვიუ ოპრა უინფრისთან, ჰოლივუდის პოდკასტი და დოკუმენტური ფილმი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – პრინც ჰარისა და მისი მეუღლის მეგან მარკლის ყველა საქციელმა ანაბეჭდი დატოვა ელისაბედ II-ის ოჯახის იმიჯზე. ნათესავების კომუნიკაცია შეწყდა, მაგრამ ახლა არსებობს შანსი „ახალი თავისა“, რომელიც პრინც ჰარის ახალშობილმა ქალიშვილმა მისცა.

როგორც Mail on Sunday იტყობინება, ჰარი შეეცადა ოჯახში განხეთქილების შერბილებას: ლილის დაბადებისთანავე მან განსაკუთრებული შეტყობინება გაგზავნა კეიტ მიდლტონს.

ამ ტექსტში იგი, სავარაუდოდ, ევედრება რძალს, რომ დაეხმაროს პრინც უილიამთან შერიგებაში, რომელიც დღემდე უგულებელყოფს უმცროს ძმას. ამრიგად, ჰარიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჰერცოგინიას, როგორც მთავარი მშვიდობისმყოფელის როლი ოჯახში.

 

ყველა ახალი ამბავი
0