სროლა პირბადის გამო: დაიღუპა სუპერმარკეტის მოლარე

© AP Photo / David Zalubowskiპოლიცია შემთხვევის ადგილზე
პოლიცია შემთხვევის ადგილზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კლიენტი, რომელსაც პირბადე არ ეკეთა, სუპერმარკეტის მოლარის შენიშვნამ გააღიზიანა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ჯორჯიის შტატის (აშშ) სუპერმარკეტ Big Bear-ში მომხდარი ინციდენტისას, რომლის მიზეზიც პირბადის არქონის გამო შენიშვნა გახდა, იუწყება Fox 5.

დეკალბის ოლქის პოლიციის მონაცემებით, მაღაზიის მოლარემ 30 წლის მამაკაცს შენიშვნა მისცა პირბადის გარეშე შესვლის გამო, რასაც კამათი მოჰყვა. ეჭვმიტანილმა ისე დატოვა სუპერმარკეტი, რომ არაფერი უყიდია. თუმცა მალევე დაბრუნდა უკან და მოლარეს ესროლა. ამას მაღაზიის ერთ-ერთი მცველის, პოლიციის შეფის მოადგილის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა, რა დროსაც ორივე მსროლელი — თავდამსხმელიცა და პოლიციელიც დაიჭრა.

სამართალდამცველებმა 30 წლის თავდამსხმელი, ვიქტორ ლი ტაკერი მაშინ დააკავეს, როდესაც ის სუპერმარკეტიდან გასვლას ცდილობდა.

სამივე დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მოგვიანებით მოლარე გარდაიცვალა. პოლიციელისა და თავდამსხმელის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურად ფასდება.

ყველა ახალი ამბავი
0