11:28 30 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7043
  • 100 RUB4.2641
  • USD3.1197
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
159 0 0

რეკორდსმენი მამაკაცის მთელი მონაგარი ერთ ოთხსართულიან სახლში ცხოვრობს და ჯერჯერობით ეტევა მის 100 ოთახში.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ინდოეთის შტატ მიზორამში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახი ჰყავდა, ნათქვამია შტატის მთავარი მინისტრის ზორამთჰანგის Twitter-გვერდზე.

​გავრცელებული ინფორმაციით, 76 წლის ზიონა ჩანას 38 ცოლი, 89 შვილი და 33 შვილიშვილი დარჩა.

„გულდამძიმებული დავემშვიდობე ბატონ ზიონს, რომელიც მსოფლიოში ყელაზე დიდი ოჯახის პატრონად მიიჩნევა... მშვიდად განისვენეთ, სერ!“ — დაწერა ჩინოვნიკმა სოციალურ ქსელში.

ამასთან მან განმარტა, რომ სწორედ ამ ოჯახის წყალობით იქცა სოფელი ბაქტავნგ ტლანგნუამი შტატის უპირველეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობად.

როგორც მედიაში წერენ, რეკორდსმენი მამა დიაბეტით იყო დაავადებული და ჰიპერტონიაც ჰქონდა. ის გუშინ, 13 ივნისს გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ მამაკაცის მთელი ოჯახი ერთ ოთხსართულიან სახლში ცხოვრობს, რომელსაც ადგილობრივები Chuuar Than Run-ს, ანუ ახალი თაობის სახლს უწოდებენ. მასში ასი ოთახია და ჯერჯერობით იტევს ზიონა ჩანას შთამომავლობას.

მთავარი თემები