არც ერთი დღე სკანდალის გარეშე: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სასამართლოში მიდიან

© AFP 2024 / DOMINIC LIPINSKIპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
სამეფო წყვილის კიდევ ერთი შთამომავალი 4 ივნისს სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) დაიბადა. დედა და შვილი თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობენ.

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ გადაწყვიტეს სასამართლოში სარჩელი შეიტანონ მათ წინააღმდეგ, ვისაც მათი ქალიშვილის სახელთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ბრიტანული BBC აღმოჩნდა. გამოცემამ გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, რომ სამეფო წყვილმა ქალიშვილს ბებიის პატივსაცემად დარქმეული სახელი ელისაბედ მეორის უკითხავად დაარქვა.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2021
„ჰარი უბრალოდ აღმერთებს მას...“ - მეგან მარკლის დედა წყვილს ახალშობილის მოვლაში ეხმარება

ამ ინფორმაციამ სერიოზულად განარისხა მეგან მარკლი და პრინცი ჰარი: ჰერცოგების ადვოკატებმა BBC-ს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც არხი ტყუილსა და ცილისწამებაში დაადანაშაულეს. სასამართლოს დასკვნას თან ერთვოდა წყვილის პრეს-მდივნის განცხადება, რომელშიც გამოქვეყნდა ახალი, ნაკლებად ცნობილი დეტალი ბავშვის სახელის შესახებ.

„სასექსის ჰერცოგი ოჯახს ესაუბრა საჯაროდ გაკეთებულ განცხადებამდე. დედოფალი პირველი ადამიანი იყო, ვისაც დაურეკა და ჰკითხა, თუ სურდა, რომ ჰარის შვილისთვის ლილიბეტი დაერქმია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
უფროსი ძმა: როგორ შეხვდა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ვაჟი თავის დას

6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მერე შვილი, გოგონა სახელად ლილიბეტ დაიანა შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გოგონა ქვეყანას 4 ივნისს, დილის 04:00 საათზე მოევლინა და ის და მეგანი თავს კარგად გრძნობენ.

BBC-ს წინააღმდეგ პრინცესა დიანას ვაჟებმა რამდენიმე კვირის წინაც გაილაშქრეს. 1995 წელს პრინცესა დიანამ BBC-ს ჟურნალისტს სენსაციური ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც გაირკვა, ეს ინტერვიუ ჟურნალისტმა პრინცესა დიანას მოტყუების ხარჯზე მოიპოვა.

ელიზაბეტ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ელისაბედ მეორის დაბადების დღეზე არ იქნებიან

1995 წელს მომხდარი მოვლენების გამო BBC-ს წარმომადგენელმა ტიმ დევიმ პრინც უილიამს და სამეფო ოჯახს ბოდიში მოუხადა. „მიუხედავად იმისა რომ BBC მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ დროს უკან ვერ დააბრუნებს, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ გულწრფელი ბოდიში მოვიხადოთ", — განაცხადა მან.

პრინცესა დიანა 1997 წელს პარიზში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მას შემდეგ, რაც მის მანქანას პაპარაცები აედევნენ.

ყველა ახალი ამბავი
0