„როგორც იქნა, თავისი სიმაღლის შესაფერისი ქალია...“ – ტიმატიმ შოუში ახალი სიყვარული იპოვა

© photo: Kat_Safarova / InstagramТимати и Катя Сафарова в проекте "Холостяк"
Тимати и Катя Сафарова в проекте Холостяк - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
რუსეთის შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ ყვითელ პრესას ახალი საკბილო მისცა. როგორც ჩანს, რეპერი შეყვარებულია და ურთიერთობას აღარ მალავს.

ტიმურ იუნოსოვის, იგივე ტიმატის პირად ცხოვრებას უამრავი სკანდალი უკავშირდება, რაც ყოფილ ცოლებს ეხება. ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა შოუში Холостяк, სავარაუდოდ, მომავალი მეუღლე იპოვა. ტელეპროგრამას თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა.

View this post on Instagram

A post shared by 13 (@timatiofficial)

ტიმატის გულის მოსაგებად უამრავი ქალბატონი იბრძოდა. მათ შორის იყო კატია საფაროვა, რომელმაც გაიმარჯვა. „ტიმატის და კატიას თვალები უკვე ანთებული ჰქონდათ“, – წერდნენ სოციალურ ქსელში, როდესაც შოუს მცირე ნაწყვეტი გამოჩნდა ინტერნეტში, რომელიც ეკრანზე არ იყო ნაჩვენები. პროექტის ოფიციალურმა „ინსტაგრამმა“ ტიმატისა და ეკატერინა საფაროვას შორის არსებული რომანტიკული დიალოგი გამოაქვეყნა, რომელიც ვარდების ერთ-ერთი ცერემონიის დროს ტარდება. ტიმატი მონაწილე ქალბატონებს ვარდებს გადასცემდა და პარალელურად ესაუბრებოდა. თაყვანისმცემლების თქმით, რეპერი მაშინაც დარწმუნებული იყო თავის არჩევანში.

View this post on Instagram

A post shared by 13 (@timatiofficial)

„ძალიან ლამაზი წყვილია. ტიმატიმ როგორც იქნა თავისი სიმაღლის შესაფერისი ქალი აირჩია“, „მიუხედავად იმისა, რომ რეშეტოვაც მომწონს, კატია უფრო გულწრფელად გამოიყურება”, – წერენ პროექტის თაყვანისმცემლები. გადაცემის გადაღების შემდეგ ტიმატის და კატიას დიდხანს მოუწიათ ურთიერთობის დამალვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თაყვანისმცემლები განიხილავდნენ რეპერის შესაძლო რომანს ხსენებული შოუს კიდევ ერთ ვარსკვლავთან - მარია ვებერთან და ასევე განიხილავდნენ დაბრუნების შანსსაც ანასტასია რეშეტოვასთან, რომელთანაც რეპერი საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა და შვილიც ჰყავს.

View this post on Instagram

A post shared by 13 (@timatiofficial)

როგორც ამბობენ, კატიასა და ტიმატის წყვილმა გაუძლო ამ ტესტს და ისინი ერთად მივიდნენ MUZ-TV-ს ბოლოდროინდელ დაჯილდოებაზე. იქამდე კი საფაროვამ გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც აღნიშნავს, რომ შოუში მოხვედრა მისი დის დამსახურებაა. ამბობს, რომ დამ დაურეკა და ჰკითხა, რას ფიქრობდა რეპერ ტიმატიზე. რაზეც კატიამ უპასუხა: "რა ვიცი, საყვარლად მღერის". აქვე კატიამ აღნიშნა ისიც, რომ მისი და ტიმატის შეხვედრა სხვა შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა, რადგან კატია სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სპეციალურად შოუს გამო ესტუმრა რუსეთს.

„ინსტაგრამზე“ გამოჩნდა შემდეგი კომენტარებიც: „ახლა ამ გოგოსაც გააჩენინებს ბავშვს და მალევე მიატოვებს წინამორბედებივით“, „თავიდან ყველანი ანგელოზები ვართ, მაგრამ ბოლოს რა იქნება საკითხავია“, „რეშეტოვა ოჯახურ ფოტოებზე ყოველთვის არაგულწრფელად გამოიყურებოდა და თავს არეკლამებდა“. ხელმომწერებს ისევ ბევრი კითხვა დარჩათ, რადგან ტიმატის და რეშეტოვას საერთო ფოტოები "ინსტაგრამზე" ისევ აქვთ და არ წაუშლიათ. სწორედ ამიტომ გამოითქვა ვერსიაც, რომ შეიძლება მათი დაშორება ტყუილია.

პროექტის გამარჯვებულმა კატერინა საფაროვამ სოციალურ ქსელში აღიარა, რომ ახლა ნამდვილად ბედნიერია ტიმატის გვერდით, მაგრამ ვარსკვლავები არ აპირებენ თავიანთი რომანის რეკლამირებას. მათი აზრით, თაყვანისმცემლებს ტელევიზორში უკვე ძალიან ბევრი აქვთ ნანახი.

ყველა ახალი ამბავი
0