18:31 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (449)
31 0 0

გერმანიის კანცლერი და აშშ-ის პრეზიდენტი სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელებენ, რომელთა შორის უმთავრესი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემა იქნება.

თბილისი, 11 ივნისი − Sputnik. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში გაემგზავრება პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეალიზაციის შესახებ დავის დასარეგულირებლად, იუწყება გაზეთი Handelsblatt.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს ივლისში ან აგვისტოში მოხდეს.

გერმანელმა ჩინოვნიკებმა რამდენიმე ვერსია წამოაყენეს, რომლებიც გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული კონფლიქტის გადაჭრას შეუწყობს ხელს. გაზეთის ინფორმაციით, სწორედ ეს მასალები დაედება საფუძვლად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კანცლერ ანგელა მერკელს შორის მოლაპარაკებებს მათი დახვეწისა და შეთანხმების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ეს გერმანიის კანცლერის პირველი ვიზიტი იქნება შეერთებული შტატების დედაქალაქში ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (449)

მთავარი თემები