16:02 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (449)
54 0 0

საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფკავშირული ორგანიზაცია შიშობს, რომ ახალი კანონი მშრომელებს სიცოცხლეს ჯოჯოხეთად უქცევს.

თბილისი, 11 ივნისი − Sputnik. საბერძნეთის მოსახლეობამ საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო შრომის ბაზრის რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც, მთავრობის შეთავაზებით, სამუშაო კვირის შემცირებას ითვალისწინებს, იუწყება სააგენტო Bloomberg.

​გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი აქციაა ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან.

კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მომდევნო კვირაში უნდა უყაროს კენჭი, სამუშაო კვირა ოთხ დღემდე შემცირდება, თუმცა გაიზრდება სამუშაო დღის ხანგრძლივობა.

გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთში ევროპის მასშტაბით უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონეა, ქვეყნის პროფკავშირები შიშობენ, რომ დამსაქმებლები ექსპლუატაციას გაუწევენ თანამშრომლებს, რომლებსაც შვებულების მიღება გაუჭირდებათ.

„კანონმდებლობა მშრომელთა ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს“, – აცხადებს საბერძნეთის უდიდესი პროფკავშირული ორგანიზაცია GSEE.

გამოცემის ცნობით, გაფიცვებმა ქვეყნის ბევრი სფერო მოიცვა, მათ შორის – ტრანსპორტის. საბერძნეთში, რომელმაც სულ ახლახან გახსნა საზღვრები ტურისტებისთვის, არ მოძრაობს მატარებლები, ხოლო გემები პორტებიდან არ გადიან. მოსალოდნელია, რომ გაფიცვებში ჩაერთვებიან ექიმები, მასწავლებლები და სასამართლოს მოხელეები. 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (449)

მთავარი თემები