კანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად აღნიშნა – წყვილის პაპარაცული ფოტოები

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიირინა შეიკი
ირინა შეიკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
ცნობილი მოდელი ირინა შეიკი და რეპერი კანიე უესტი პაპარაცებმა იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც ისინი კერძო თვითმფრინავს ტოვებდნენ.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. კანიე უესტმა დაბადების დღე საფრანგეთში ირინა შეიკთან ერთად რომანტიკული მოგზაურობით აღნიშნა. ისინი ნიუ-ჯერსიში ოთხშაბათს, საღამოს დაბრუნდნენ. 44 წლის კანიე უესტი და 35 წლის ირინა შეიკი კერძო თვითმფრინავით ტეტრბოროში ერთად ჩაფრინდნენ, თუმცა ტერიტორია ცალ-ცალკე დატოვეს.

აეროპორტიდან გამოსვლისას კანიე უესტმა სახე ქურთუკით დაიფარა. როგორც წყაროები წერენ, ეს მან პაპარაცებისგან თავის ასარიდებლად, ან COVID-19-ის რეგულაციების გამო გააკეთა. ირინა შეიკს კი შავი პირბადე ეკეთა, რომელიც Jesse Jo Stark-ის ბრენდის Deadly Doll-ის თეთრ ორეულსა და Burberry-ს ღია ფერის ჩანთას შეუხამა.

pagesix.com-ის ინფორმაციით, კანიე უესტი და ირინა შეიკი რამდენიმე კვირაა, რაც ერთმანეთს ხვდებიან. როგორც ცნობილია, შეიკისა და უესტის გზები პირველად 2010 წელს გადაიკვეთა, როცა მოდელი რეპერის მუსიკალურ კლიპში გამოჩნდა სახელწოდებით Power. ამის შემდეგ მათი მეგობრობა და საქმიანი პარტნიორობა კიდევ არაერთი პროექტის ფარგლებში გაგრძელდა.


გასულ თვეში ინტერნეტსივრცე მოიცვა კანიე უესტისა და ირინა შეიკის პაპარაცულმა ფოტოებმა. რეიტინგული გამოცემები წერდნენ, რომ მოდელი და რეპერი ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი წყარო არ არსებობდა. ოთხშაბათს კი ცნობილი გახდა, რომ უესტის დაბადების დღე 8 ივნისს წყვილმა საფრანგეთში, სასტუმრო Villa La Coste-ში ერთად აღნიშნა.

ირინა შეიკი პირველი ქალია, ვისთანაც კანიე უესტმა კიმ კარდაშიანთან შვიდწლიანი თანაცხოვრების დასრულების შემდეგ ურთიერთობა წამოიწყო. კიმმა განქორწინების შესახებ განცხადება თებერვლის თვეში დაწერა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. ირინა შეიკს კი ბრედლი კუპერთან ერთი საერთო შვილი ჰყავს. მოდელს წარსულში ურთიერთობა ცნობილ ფეხბურთელთან კრიშტიანუ რონალდუსთანაც ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0