06:15 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (449)
41 0 0

ჟენევის სამიტამდე აშშ-ის ლიდერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება, ასევე დაესწრება „დიდი შვიდიანისა“ და აშშ–ნატოს სამიტებს ბრიუსელში.

თბილისი, 10 ივნისი − Sputnik. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაასახელა ადგილი, სადაც 16 ივნისს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების − ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

„საკულტო ვილა ლა გრანჟი პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრას უმასპინძლებს 16 ივნისს. შვეიცარია მადლობას უხდის ორივე მხარეს ნდობისათვის, რომელიც ჟენების არჩევისას გამოიჩინეს“, − ნათქვამია Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

​ვილა ლა გრანჟი XVIII საუკუნეშია აგებული. მეოცე საუკუნეში შენობა და მიმდებარე პარკი შვეიცარიელმა პოლიტიკოსმა და მეცენატმა უილიამ ფავრმა ჟენევის მოსახლეობას საჩუქრად გადასცა. ჩვეულებრივ დღეებში ვილა საზოგადოებრივი სივრცეა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, როგორც მოსალოდნელია, ჟენევის სამიტზე სტრატეგიული სტაბილურობის, პანდემიასთან ბრძოლის, რეგიონული კონფლიქტების საკითხებს განიხილავენ. ეს იქნება ბაიდენის პირველი ევროპული ტურნეს დასკვნითი მოვლენა. ის ვლადიმირ პუტინამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდება, ასევე დაესწრება G7-ის და აშშ–ნატოს სამიტებს ბრიუსელში.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტთან ორმხრივ ურთიერთობებზე მსჯელობას აპირებს.

ვაშინგტონი გამუდმებით აძლიერებს სანქციებით ზეწოლას მოსკოვზე, ხოლო რუსეთმა, თავის მხრივ, აშშ არამეგობრული ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისათვის აშშ–რუსეთის ურთიერთობა ჩიხშია შესული და ახლა მთავარი − იქიდან გამოსვლის გზების მოძიებაა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (449)

მთავარი თემები