18:48 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ვარსკვლავური ამბები (10)
35 0 0

2021 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული სერიალია „ჩემს კარზე დააკაკუნე“, სადაც მაყურებელი ცოტა ხანში მთავარი როლის შემსრულებლების შვილს იხილავს.

პოპულარული თურქული სერიალის „ჩემს კარზე დააკაკუნე“ ახალ სეზონს მაყურებლები მოუთმენლად ელოდებიან. ამასობაში გამოქვეყნდა ახალი ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სერიალის მთავარი გმირების ედას და სერქანის შვილის როლს ულამაზესი პატარა გოგონა ასრულებს.

ეს ლამაზი და საყვარელი გოგონა, რომელსაც შესანიშნავი სამსახიობო მონაცემებიც აღმოაჩნდა, მაია აბასოლია. მაია თურქეთში უკვე საკმაოდ პოპულარული გოგონაა. პატარა მოდელს უამრავი ხელმომწერი და გულშემატკივარი ჰყავს, რომლებსაც ეს სიახლე ძალიან ახარებთ.

საყვარელი გოგონა ძალიან აქტიურია, სხვადასხვა რეკლამებში იღებს მონაწილეობას. ცხადია, მაიას „ინსტაგრამს“ დედამისი მართავს და აკონტროლებს, რაც აუცილებელია.

არ წყდება ინტერესი მთავარი გმირების – ედას და სერქანის პირადი ცხოვრების, ასევე კარიერის შესახებ. წყვილს საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავს. სერიალის პირველი სეზონი აპრილის თვეში დასრულდა და ახლა თაყვანისმცემლები უკვე ახალი სერიების მოლოდინში არიან.

View this post on Instagram

A post shared by Kerem Bürsin (@thebursin)

მსახიობი და მოდელი ჰანდე ერჩელი წარმოშობით ბანდირმიდანაა. დაიბადა 1993 წლის 24 ნოემბერს. ჰანდეს მამა დღეს ვაჭრობითაა დაკავებული, დედა კი 2019 წელს გარდაეცვალა. ჰყავს უფროსი და გამზე ერჩელი. მსახიობი ურთიერთობაში იყო მომღერალ მურათ დალქილიჩთან. დღეს კი ბევრს საუბრობენ მისი და ქერემ ბურსინის სასიყვარულო ურთიერთობაზე.

View this post on Instagram

A post shared by Kerem Bürsin (@thebursin)

რაც შეეხება ქერემ ბურსინს, ის დაიბადა 1987 წლის 4 ივნისს სტამბულში. არ არის და არც ყოფილა დაოჯახებული. 1999 წლიდან მშობლებთან და დასთან ერთად ტეხასში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა ემერსონის კოლეჯში. ასევე დაამთავრა ბოსტონის უნივერსიტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა თურქეთში, რაც ბევრს უკვირდა.

View this post on Instagram

A post shared by Kerem Bürsin (@thebursin)

რაც შეეხება ჰანდეს და ქერემის სასიყვარულო ურთიერთობას, ამაზე ბევრს საუბრობენ თურქულ და არა მარტო თურქულ პრესაში. ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი კი აღარ მალავენ თავიანთ სიყვარულს. წყვილმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ერთად არიან. წყვილის ურთიერთობით აღფრთოვანებული არიან მათი ოჯახის წევრები და სოციალურ ქსელებში ხშირად ასაჯაროებენ ერთად გადაღებულ, საოჯახო ფოტოებს.

თემები:
ვარსკვლავური ამბები (10)

მთავარი თემები