14:33 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (465)
22 0 0

გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატს გენერალური ასამბლეა ამტკიცებს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით.

თბილისი, 9 ივნისი − Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭომ რეკომენდაცია მისცა გენერალურ ასამბლეას, გაუხანგრძლივოს ანტონიუ გუტერეშს უფლებამოსილება კიდევ ერთი ვადით, იუწყება გაეროს საინფორმაციო საიტი.

საბჭომ რეზოლუცია ერთხმად მიიღო, ხოლო გენერალურ ასამბლეაში კენჭისყრა 18 ივნისს გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, გუტერეშის კანდიდატურას გენერალური ასამბლეა  უპრობლემოდ დაამტკიცდებს, ვინაიდან, როგორც წესი, ის ყოველთვის იწონებს უშიშროების საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატურას.

თუ გენასამბლეამ გუტერეშისთვის უფლებამოსილების გახანგრძლივება გადაწყვიტა, მას კიდევ ერთი ხუთწლიანი ვადის გატარება მოუწევს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე − 2022 წლის იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

აღსანიშნავია, რომ ერთსა და იმავე ადამიანს გაეროს ხელმძღვანელობა შეუზღუდავად, რამდენიმე ვადით შეუძლია, თუმცა აქამდე არც ერთ გენერალურ მდივანს არ უსარგებლია ამ უფლებით − ათ წელზე მეტხანს არც ერთი მათგანი არ დარჩენილა თანამდებობაზე.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (465)

მთავარი თემები