ვაქცინაციის პასპორტის მოთხოვნა იკრძალება: გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს

© REUTERS / STEPHANE MAHEვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
ახალი კანონის თანახმად, იკრძალება ვაქცინაციის შესახებ მონაცემების მოთხოვნა რაიმე სერვისის გაწევის, ან სადმე შესვლის სანაცვლოდ.

თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. ტეხასის ხელისუფლებამ აუკრძალა კომპანიებსა და დაწესებულებებს, მოსთხოვონ მოქალაქეებს კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა რაიმეს სახის სერვისის გაწევის სანაცვლოდ. შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა.

​როგორც გუბერნატორის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ტეხასელებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად იარონ იქ, სადაც სურთ − ყოველგვარი შეზღუდვისა და მოთხოვნების გარეშე“.

„დღეს მე ხელი მოვაწერე კანონს, რომელიც უკრძალავს ტეხასის ბიზნესსა თუ სამთავრობო დაწესებულებებს, ვაქცინაციის პასპორტი ან ვაქცინაციაზე რაიმე ტიპის ინფორმაცია მოსთხოვონ მოქალაქეებს“, − წერს გრეგ ებოტი.

მისი თქმით, ტეხასის ტერიტორიაზე აკრძალული იქნება ვაქცინაციის შესახებ მონაცემების მოთხოვნა რაიმე სერვისის გაწევის, ან სადმე შესვლის სანაცვლოდ.  

მანამდე აღნიშნული კანონპროექტი შტატის საკანონმდებლო ორგანომ მოიწონა. ამ ინიციატივის ავტორი რესპუბლიკური პარტია იყო.

ყველა ახალი ამბავი
0