13:57 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
107 0 0

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარმარილოს ზღვა ლორწოთი დაიფარა, პარასკევს გავრცელდა. გელის მსგავსი ნივთიერება წყლის სიღრმეშიც შეინიშნება. ამხელა მასშტაბის მოვლენა მანამდე არ დაფიქსირებულა, აცხადებენ თურქი მეცნიერები.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მარმარილოს ზღვაში ლორწოს პრობლემის აღმოფხვრის პირობა დადო, იუწყება სააგენტო Anadolu.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარმარილოს ზღვა ლორწოთი დაიფარა, პარასკევს გავრცელდა. ექსპერტების თქმით, გელის მსგავსი ნივთიერება წყლის სიღრმეშიც შეინიშნება. მათი თქმით, ამხელა მასშტაბის მოვლენა მანამდე არ დაფიქსირებულა.

მეცნიერთა თქმით, ზღვის წყალში ჟანგბადის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაუდებელი ზომების მიღებაა საჭირო.

„ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ზღვებს, განსაკუთრებით კი მარმარილოს ზღვას ან ლორწოს პრობლემისგან“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში გამართულ ცერემონიაზე, რომელიც გარემოს მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

მისი თქმით, დაბინძურების წყაროს აღმოსაჩენად 300-კაციანი ჯგუფი ატარებს შემოწმებას მარმარილოს ზღვის 90-ზე მეტ წერტილში, ასევე ხმელეთზე მდებარე ყველა ობიექტზე, რომელიც საკანალიზაციო წყლების გაწმენდით და მყარი ნარჩენების უტილიზაციითაა დაკავებული.

პარასკევს სააგენტო DHA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქი მეცნიერები ატარებენ ლორწოს კვლევებს, რომელმაც მარმარილოს ზღვა სტამბოლის რაიონში დაფარა და გადაუდებელი ზომების განხორციელებისკენ მოუწოდებენ.

თურქეთის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (ODTU) დირექტორის, ბარიშ სალიოღლუს თქმით, ზღვაში ლორწოს ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დაბინძურებულ ჩამდინარე წყლებს, რომლებიც ზღვაში სამრეწველო საწარმოებიდან ჩაედინება, ასევე მდინარეების ჩატანილ წყლებს. მან აღნიშნა, რომ ჩამდინარე წყლებში მარილების დონე ორჯერ უნდა შემცირდეს, მაშინ ჟანგბადის დონე ზღვის წყალში 5-6 წლის შემდეგ აღდგება.

მთავარი თემები