18:05 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (449)
50 0 0

შეერთებული შტატების ადმინისტრაციის „შავ სიაში“ ჩინეთის 59 კომპანია მოხვდა, მათ შორის არიან: სამხედრო-სამრეწველო, აეროკოსმოსური, ბირთვული და ნავთობკორპორაციები.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ჩინეთის 59 კომპანია „შავ სიაში“ შევიდა, შეზღუდვები 2021 წლის 2 აგვისტოდან შევა ძალაში, ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

აღნიშნული ბრძანებულება უკრძალავს ამერიკელებს, მონაწილეობა მიიღონ ბირჟაზე ჩინეთის ნებისმიერი ფასიანი ქაღალდის ყიდვა-გაყიდვაში.

„ამ ბრძანებულებით შეერთებულ შტატებს უჩნდება შესაძლებლობა, მიზანმიმართულად აკრძალოს ინვესტირება ჩინურ კომპანიებში, რომლებიც ძირს უთხრიან აშშ-ისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ ფასეულობებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამონათვალში შესულია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია ტელეკომუნიკაციების სფეროში Huawei.

„შავ სიაში“ ასევე აღმოჩნდნენ: ჩინეთის სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომპანია (CASIC), აეროკოსმოსური სამეცნიერო-ტექნიკური კორპორაცია (CASC), ეროვნული ბირთვული კორპორაცია (CNNC), ეროვნული ნავთობკორპორაცია (CNOOC) და სხვ.

როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული, ბრძანებულება, გარდა იმისა, რომ ამერიკულ ინვესტიციებს ჩინეთის თავდაცვითი სექტორის მხარდაჭერის საშუალებას უსპობს, ასევე აფართოვებს აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობებს, აღკვეთოს ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან საფრთხეები როგორც საკუთრივ ჩინეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მხედველობაშია რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებზე თვალთვალი, რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევა.

ჯო ბაიდენის ბრძანებულებამ შეავსო მისი წინამორბედის დონალდ ტრამპის მიერ ჩინური კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები, რომელსაც მან პრეზიდენტობის ბოლო დღეებში მოაწერა ხელი.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (449)

მთავარი თემები