ესპანელმა მეძავებმა გაიმარჯვეს: სასამართლომ პროფკავშირების ჩამოყალიბება დაუშვა

© Photo: geralt / Pixabay პროსტიტუცია
პროსტიტუცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
ესპანეთში პროსტიტუცია კანონით დაშვებული არ არის, თუმცა ის არც იკრძალება. სამაგიეროდ აკრძალულია სუტენიორობა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მეძავებს ნება დართო – ჩამოაყალიბონ საკუთარი პროფკავშირები, იუწყება გამოცემა The Local.

მეძავები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
მოტყუებული მეძავი: კაცმა სექს-მუშაკს გასამრჯელო ყალბი კუპიურებით გადაუხადა და დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროფკავშირები, სახელწოდებით OTRAS (ანუ „სექს-მუშაკთა ორგანიზაცია“) ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. თუმცა სამი თვის მერე გაუქმდა, მას შემდეგ, რაც პედრო სანჩესის მთავრობამ აპელაციით მიმართა სასამართლოს. როგორც ირკვევა, მაშინ მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ OTRAS-ის წესდება „დაქირავებულ პროსტიტუციას“ მოიაზრებდა.

სექს-მუშაკთა პროფკავშირმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება და გაიმარჯვა კიდეც. როგორც ახალ დადგენილებაშია ნათქვამი, პროფკავშირული ორგანიზაციის წესდება სრულად შეესაბამება კანონს, ხოლო ამ ინდუსტრიის მუშაკებს ასევე აქვთ ასოციაციებისა და ორგანიზაციების ჩამოყალიბების ფუნდამენტური უფლება.

აღინიშნება, რომ ამ შემთხვევაში საუბარია მეძავებზე, რომლებიც საკუთარი თავისთვის მუშაობენ და არა სუტენიორებზე. საქმე ისაა, რომ ესპანეთში პროსტიტუცია არც უკანონოა და არც კანონიერი – მის მიმართ ერთგვარი ტოლერანტული დამოკიდებულება არსებობს, სამაგიეროდ კანონით აკრძალულია სუტენიორობა.

როგორც ცნობილია, მეძავთა პროფკავშირები არც ისე იშვიათი მოვლენაა. მსგავსი ორგანიზაციები მუშაობს გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდში.

ყველა ახალი ამბავი
0