18:16 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სამეფო ოჯახის ამბები (23)
93 0 0

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალური წყვილი მედიასაშუალებების ყურადღების ქვეშ ამჯერად ახალი აღმოჩენის გამო მოექცა.

ლოს-ანჯელესში, სადაც მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სასახლე მდებარეობს, რამდენიმე მეტრში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ის ძველი ხალხის წარმომადგენელს ეკუთვნის.

გამოცემა Mirrors-ის ინფორმაციით, საკვირველი აღმოჩენა ლანდშაფტის დიზაინზე მუშაობის დროს იქნა ნაპოვნი. მუშებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სასახლე შარშან რუსი ბიზნესმენის სერგეი გრიშინისგან შეიძინეს. გაირკვა, რომ ადამიანის ძვლებს საერთო არაფერი აქვს არც სამეფო წყვილთან და არც ბიზნესმენთან. ანთროპოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ეკუთვნის ინდიელი ხალხის ჩუმაშის ტომის წარმომადგენელს, რომლებიც ამ მხარეში 11 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ.

მალე მეგან მარკლი და პრინცი ჰარი მეორედ უნდა გახდნენ მშობლები. სასექსის ჰერცოგინია, ზოგიერთი ცნობით, ექსტრემალურ პირობებში აპირებს მშობიარობას.

თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (23)

მთავარი თემები