ამერიკულ ბირთვულ იარაღზე ზესაიდუმლო ინფორმაციამ ქსელში გაჟონა: პენტაგონი საკითხს სწავლობს

© Pixabay / 12019პენტაგონი
პენტაგონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი სამხედროები ევროპაში ამერიკის ბირთვული იარაღის დისლოკაციის დასამახსოვრებლად ყველასათვის ხელმისაწვდომ ინტერნეტ-დანართს იყენებდნენ

თბილისი, 2 ივნისი − Sputnik. აშშ−ის შეიარაღებული ძალები ამოწმებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ინტერნეტში გაჟონა მონაცემებმა ევროპაში ამერიკის ბირთვული იარაღის ადგილსამყოფელის შესახებ, განაცხადა ბრიფინგზე პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

​საუბარია ინტერნეტში განთავსებულ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც ბარათების მეშვეობით იძლევა ინფორმაციის დამახსოვრება−შენახვის საშუალებას, და რომლითაც სარგებლობდნენ კიდეც ამერიკელი სამხედროები.

„აშშ−ის სამხედრო−საჰაერო ძალების დეპარტამენტი სწავლობს საკითხს, შეიძლებოდა თუ არა გაეჟონა ინფორმაციას, რომელსაც სასწავლო ბარათების მეშვეობით ცვლიდნენ სამხედროები“, — განაცხადა კირბიმ.

ამასთან პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე დეტალურად საუბარი არ შეუძლია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული იარაღი საიმედოდაა დაცული და საფრთხე არ ემუქრება.

ჯონ კირბი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
ამერიკელი სამხედროები სირიიდან გასვლას არ აპირებენ: პენტაგონი განმარტავს

გასულ კვირაში ინტერნეტ−პორტალი Bellingcat−ი იუწყებოდა, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებსაც აშშ−ის ბირთვული შეიარაღების დაცვა ევალებათ ევროპაში, ყველასათვის ხელმისაწვდომი დანართით სარგებლობდნენ ბირთვული იარაღის ადგილსამყოფელის დასამახსოვრებლად. აღნიშნული დანართი სასწავლო ხასიათისაა და ინფორმაციის შესანახად ბარათების გამოყენებას სთავაზობს მომხმარებელს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა სწორედ ამ ბარათებზე ჩაწერეს ცნობები აშშ−ის ბაზების შესახებ, მათ შორის, საიდუმლო მონაცემები ბირთვული იარაღის დისლოკაციის თაობაზე. სავარაუდოდ სამხედროებს უბრალოდ დაავიწყდათ გაეთიშათ დანართის ხელსაწყოებიდან მასზე საყოველთაო წვდომა, რის შედეგადაც საიდუმლო ინფორმაცია „ღია სივრცეში“ აღმოჩნდა. ამ დროისათვის საიდუმლო მონაცემების შემცველი ბარათები პროგრამიდან მთლიანად წაშლილია.

ყველა ახალი ამბავი
0