17:57 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinovac-ით ვქცინაცია 24 მაისს დაიწყო. ქვეყანამ პრეპარატის 100 ათასი დოზა ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinovac-CoronaVac საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. ინფორმაცია სამშაბათს ორგანიზაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„დღეს ჯანმომ Sinovac-CoronaVac-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა და ქვეყნებს, დამფინანსებელ ორგანიზაციებს, შესყიდვების სააგენტოებსა და საზოგადოებას არწმუნებს, რომ აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“, - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

აღნიშნულ ვაქცინას პეკინის ფარმაცევტული კომპანია Sinovac აწარმოებს.

ჯანმოს მიერ მოწონება სავალდებულო პირობაა პრეპარატის COVAX-პლატფორმით გავრცელებისთვის, ასევე საერთაშორისო შესყიდვების განსახორციელებლად.

საქართველომ Sinovac-ის პირველი 100 ათასი დოზა ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. Sinovac-ით იმუნიზაცია 24 მაისიდან დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით.

ჩინური ვაქცინა Sinovac-ი ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მან 2020 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული კლინიკური კვლევების მესამე ფაზა გაიარა.

მთავარი თემები