14:40 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (659)
82 0 0

იტალიელმა მეცნიერებმა პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში 15 ათასი კაცის მონაცემები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მათგან მხოლოდ 5 ადამიანი დაინფიცირდა განმეორებით

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. იმუნიტეტი, რომელსაც ადამიანი COVID−19−ის გადატანის შემდეგ იძენს ბუნებრივად, ვირუსისგან თითქმის ერთი წლის განმავლობაში იცავს ორგანიზმს ეფექტურად, წერს Medical Xpress−ი იტალიელ მეცნიერებზე დაყრდნობით.

როგორც ჩრდილოეთ იტალიიდან (რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის პირველ დღეებში) მიღებული მონაცემები აჩვენებს, COVID−19−ისგან განკურნების შემდეგ ვირუსით ხელმეორედ დაავადების შესაძლებლობა ძალიან დაბალია, ხოლო იმუნიტეტი  — საკმაოდ ხანგრძლივი.

„SARS-CoV-2−ისადმი ბუნებრივი იმუნიტეტი მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იცავს ორგანიზმს, რაც ვაქცინების დაცვითი ეფექტის ანალოგიურია“, — ირწმუნებიან სწავლულები.

მათი კვლევის შედეგები, რომელიც  15 ათასი ადამიანის შესახებ სამედიცინო ჩანაწერებს ეყრდნობა, ჟურნალ JAMA Internal Medicine−ში ორი დღის წინ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით ხელმეორედ მხოლოდ 5 კაცი დაავადდა. ამასთან ოთხი მათგანი საავადმყოფოებში მუშაობდა, რაც განმეორებითი ინფიცირების რისკებს ზრდიდა.

მიუხედავად ესოდენ საიმედო შედეგებისა, მეცნიერები COVID-19−ისგან განკურნებულებს მაინც ურჩევენ ვაქცინაციას, ვინაიდან, როგორც პროფესორი მიტჩელ კაცი აცხადებს, „გაურკვეველია, რამდენად იცავს ბუნებრივი იმუნიტეტი SARS-CoV-2−ის ახალი ვარიანტებისგან“.  

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (659)

მთავარი თემები