18:35 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (449)
62 0 0

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ, დანიის სპეცსამსახურების დახმარებით, 2012−2014 წლებში არაერთ ევროპელ პოლიტიკოსს უთვალთვალებდა, მათ შორის გერმანიის კანცლერსა და პრეზიდენტს.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. გერმანიის მთავრობამ ცნობად მიიღო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დანია ევროპელი პოლიტიკოსების თვალთვალში მონაწილეობდა, რაც აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული, განაცხადა ქვეყნის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა. 

თუმცა მან იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ხელისუფლება მზად არ არის ილაპარაკოს აღნიშნული ინფორმაციის მართებულობაზე.

„გერმანიის მთავრობამ ცნობად მიიღო მედიასაშუალებების შეტყობინება და მჭიდრო კონტაქტშია გამოძიებისთვის ყველა რელევანტურ ეროვნულ და საერთაშორისო უწყებასთან. მსურს მოსახლეობამ გაგვიგოს, რომ გერმანიის მთავრობა არ აკეთებს კომენტარს ისეთ საქმეებზე, რომლებიც... სპეცსამსახურების საქმიანობას ეხება. ამგვარად, განცხადებები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს, არ გაკეთებულა“, — განაცხადა ზაიბერტმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მთავრობა აღნიშნულ თემაზე უპირველესად ბუნდესტაგის შესაბამის ორგანოებს ატყობინებს.  

მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არ უპასუხა შეკითხვას, განაგრძობს თუ არა ბერლინი თანამშრომლობას დანიის სპეცსამსახურთან და განაცხადა, რომ ამ თემაზე არაფერი აქვს სათქმელი.

მანამდე გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო, დანიის სპეცსამსახურების დახმარებით, 2012−2014 წლებში არაერთ ევროპელ პოლიტიკოსს უთვალთვალებდა, მათ შორის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

გამოცემის თანახმად, დანიის მთავრობას ამერიკელებთან თანამშრომლობის თაობაზე 2015 წელს (არაუგვიანეს) ეცნობა. მათ წარედგინათ სპეციალური საიდუმლო მოხსენება იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მანამდე აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა გამოაქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ დანიის სპეცსამსახურები დახმარებას უწევდნენ აშშ-ს შვედეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და გერმანიის წამყვან პოლიტიკოსებზე შპიონაჟში. ეს ცნობები გახდა კიდეც საფუძველი იმისა, რომ დანიის სპეცსამსახურის Forsvarets Efterretningstjeneste-ს (FE) ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (449)

მთავარი თემები