15:13 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (465)
54 0 0

როგორც ცნობილია, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტს უკვე თორმეტი წელია იკავებს.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ისრაელის ოპოზიციური პარტია „ეშ ათიდის“ ლიდერი იაირ ლაპიდი და პარტია „იამინას“ ხელმძღვანელი ნაფთალი ბენეტი კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადააყენებს, იუწყება გამოცემა The Guardian.

ამის შესახებ თავად ბენეტმა განაცხადა ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას.

„ვაპირებ გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რათა ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩამოვაყალიბო ჩემ მეგობარ იაირ ლაპიდთან ერთად, რათა ღმერთის დახმარებით დავუბრუნოთ ისრაელს თავისი კურსი“, — აღნიშნა ოპოზიციონერმა.

ბენეტის სატელევიზიო გამოსვლიდან ცოტა ხანში ნეთანიაჰუმ ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ „იამინის“ ლიდერმა „საუკუნის თაღლითობა“ ჩაიდინა. მისი თქმით, კოალიციური მთავრობა „ქვეყნის უსაფრთხოებასა და მომავალს“ საშიშროებას უქმნის.

როგორც The Guardian-ი წერს, ბენეტი, რომელსაც მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროს დიდი ნაწილის ანექსირება სურს, იდეოლოგიური თვალსაზრისით ბევრად ახლოსაა ნეთანიაჰუსთან, ვიდრე ყოფილი ტელეწამყვანი იაირ ლაპიდი. თუმცა, თუ ეს უკანასკნელი უახლოეს დღეებში სხვა პარტიებთან შეთანხმებას მოახერხებს, მაშინ ის უკვე აცნობებს პრეზიდენტ როუვენ რივლინს, რომ ახალი მთავრობის ფორმირება შესაძლებელია. ამის შემდეგ საკითხს პარლამენტში გაიტანენ კენჭისყრაზე. 

თუ მხარეებმა ჩანაფიქრის განხორციელება მოახერხეს, მაშინ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს უკვე 12 წელია იკავებს, თანამდებობაზე ჯერ ბენეტი ჩაანაცვლებს ორი წლით, შემდეგ კი პოსტს ლაპიდი დაიკავებს. არსებული ცნობით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ ამ ვარიანტზე.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირება (ფიცის დადება) და ნეთანიაჰუს პოსტიდან გადადგომა შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში მოხდეს.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (465)

მთავარი თემები